logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ჯანდაცვის ხარჯები 2016 წელს 3 მილიარდს გადააჭარბებს – ირაკლი ღარიბაშვილი

კოალიციის ხელისუფლებაში მოსვლისას ჯანდაცვის ხარჯები 1 მილიარდ 800 მილიონ ლარს შეადგენდა; 2016 წელს ის 3 მილიარდს გადააჭარბებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სამწლიანი ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ჯანდაცვის სისტემის არსებითი გარდაქმნით მედიცინა ბიზნესიდან – საზოგადოებრივ სიკეთედ იქცა.

„დღეს ყველა მოქალაქის ჯანმრთელობაზე სახელმწიფო ზრუნავს. ამ რეფორმას არა მხოლოდ პოლიტიკური ოპონენტები, არამედ საერთაშორისო საზოგადოება აღიარებს. მსოფლიო ბანკის, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და USAID-ის კვლევის შედეგები ნათლად აჩვენებს ამ რეფორმის წარმატებას“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საყოველთაო ჯანდაცვის გარდა, გაიზარდა სახელმწიფო დაფინანსება დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობისთვის, რამაც საგრძნობლად შეამცირა დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობა.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა:

– გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურების 1 233 000-ზე მეტი შემთხვევა

– გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების 408 000-ზე მეტი შემთხვევა

– 182 ათასზე მეტი გეგმური ოპერაცია

– 6 ათასზე მეტი კარდიოქირურგიული შემთხვევა

– 113 ათასზე მეტი ფიზიოლოგიური მშობიარობა და საკეისრო კვეთა

– 76 ათასზე მეტი ქიმიო-, ჰორმონო- და სხივური თერაპია

„სოფლებში, სადაც არასოდეს ჰყოლიათ ექიმი და სასწრაფო, დღეს სასწრაფო დახმარების მანქანები დგას. ყველა მუნიციპალიტეტში მუშაობს ამბულატორიები. გასულ წელს 83 ამბულატორია გავხსენით. გავზარდეთ სოფლის მედპერსონალის ხელფასი. ეს ფული ხმარდება მაღალმთიანი რეგიონების კლინიკების გამოსყიდვას, სოფლის ამბულატორიების მშენებლობასა და აღჭურვას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრი ასევე შეეხო C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას და აღნიშნა, რომ საქართველოს აქცევს მსოფლიოში ერთ-ერთ პირველ ქვეყნად, სადაც მოსახლეობა სრულად გათავისუფლდება ამ სენისგან.

მისი თქმით, პირველ ეტაპზე პროგრამაში 6 000-ზე მეტი პაციენტი ჩაერთო, კურსი 1720-მა პაციენტმა დაასრულა, პაციენტების 90%-ზე მეტმა დაამარცხა ჰეპატიტის ვირუსი და წინასწარი გათვლებით, პროგრამა 200 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენს.

მთავრობის მეთაურის განმარტებით, ჯანდაცვის სისტემის სრულყოფის შემდგომი ეტაპია პირველადი ჯანდაცვის რეფორმა, რომელზეც მთავრობა ჯანდაცვის გლობალურ ალიანსთან და მის ხელმძღვანელ ბერნარ კუშნერთან ერთად მუშაობს. 

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მიღწევების მიუხედავად, ზოგიერთი ძვირადღირებული სამედიცინო ოპერაციის სრულად დაფინანსება სახელმწიფო სახსრებით ჯერაც ვერ ხერხდება და სწორედ ამ მიზანს ემსახურება სოლიდარობის ფონდი, რომელიც, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 2014 წელს შეიქმნა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ ფონდმა უკვე სიმსივნით დაავადებული 182 ბავშვისა და ახალგაზრდის მკურნალობა დააფინანსა და მადლობა გადაუხადა ყველა შემომწირველს, ვისაც ამ კეთილშობილურ საქმეში წვლილი შეაქვს.

http://newposts.ge

2015.12.22


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006