logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ბრიფინგი C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მიმდიანრეობისა და დაგეგმილი სიახლეების შესახებ

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს ერთობლივ ბრიფინგზე C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები განიხილეს. საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის უპრეცედენტო პროექტის C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში მნიშვნელოვანი სიახლეა. პროგრამაში შემოდის ახალი თაობის რევოლუციური პრეპარატი ჰარვონი, რომელიც კიდევ უფრო მეტ პაციენტს მისცემს საშუალებას დაამაცხოს C ჰეპატიტი და სრულად განიკურნოს. ძვირადღირებული მედიკამენტი „ჰარვონი", ისევე, როგორც პროგრამის დღეს არსებული მედიკამენტი „სოფოსბუვური", საქართველოს მოქალაქეებს უფასოდ მიეწოდებათ. პრეპარატის მწარმოებელი კომპანია „გილეადის" გადაწყვეტილებით, პროგრამის წარმატებით მიმდინარეობიდან გამომდინარე, საქართველოს უწყვეტად მიაწვდის მედიკამენტებს, რათა პროგრამა არ შეფერხდეს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავრობა აცხადებს მზაობას, უზრუნველყოს პროგრამის უწყვეტი და შეუფერხებელი განხორციელება.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, პროგრამის მეორე ეტაპს ხელი მოეწერება 2016 წლის იანვარში, რის შემდეგაც მედიკამენტი ჰარვონი უმოკლეს ვადაში საქართველოში შემოვა. წლის განმავლობაში დაგეგმილია პროგრამის ფარგლებში 20 000 პაციენტის მკურნალობა. მინისტრის განცხადებით პროგრამა გაგრძელდება უწყვეტად, ვიდრე ბოლო პაციენტი არ მიიღებს მედიკამენტს. დავით სერგეენკომ მადლობა გადაუხადა სამუშაო ჯგუფს და ექიმებს, პროგრამის წარმატებით მიმდინარეობაში შეტანილი წვლილისთვის. 

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა 2015 წლის მაისში ამოქმედდა. იგი მოიცავს პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის კომპონენტს. ასევე, ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით საქართველოს ყველა მოქალაქეს შეუძლია ჩაიტაროს უფასო სკრინინგი C ჰეპატიტზე, რათა დაადგინოს არის თუ არა ინფიცირებული და დროულად ჩაიტაროს მკურნალობა.
დღეის მდგომარეობით პროგრამაში ჩართულია 6300-ზე მეტი ადამიანი. აქედან 43-მა პაციენტმა უკვე დაამარცხა C ჰეპატიტი და სრულად განიკურნა.

http://www.moh.gov.ge

2015.12.21


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006