logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    მსოფლიოში დაკბენილ-დაგლეჯილთა რაოდენობით ვლიდერობთ

საქართველოში ცოფის გადამტანი 28 სახეობის ცხოველი ბინადრობს. მათ შორის ცოფის ძირითად გამავრცელებლად ძაღლები და კატები ითვლებიან. საქართველო მსოფლიოში ლიდერობს დაკბენილ-დაგლეჯილთა რაოდენობით. ჩვენს ქვეყანაში ყოველ 100000 მოსახლიდან 870 კაცი იცრება ცოფზე. ყველა აცრა უკიდურესი აუცილებლობის ჩვენებით ტარდება. ეს მსოფლიოში უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებელია. მეორე ადგილზე ვიეტნამია (100000 კაცზე 810 დაკბენილი). არც ერთ სხვა ქვეყანაში ეს მაჩვენებელი (100000 კაცზე) 300 აცრას არ აჭარბებს!
ცოფი იმდენად საშიშ დაავადებათა ნუსხაშია შეტანილი, რომ მისი ერთი შემთხვევაც კი ეპიდაფეთქებად ითვლება. ამის მიუხედავად, საქართველოში ერთი თვის წინ მიიღეს “კანონი ბიუჯეტის შესახებ”, რომლის თანახმად სახელმწიფო ცოფის ვაქცინაციას აღარ დააფინანსებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დაკბენილმა ადამიანმა სულ მცირე 200 ლარი მაინც უნდა გადაიხადოს ცოფისგან თავის დასაცავად. სახელმწიფო პროგრამით უფასოდ მხოლოდ 15 წლამდე ბავშვები და უმწეოთა პროგრამაში მოხვედრილები აიცრებიან. იმ ხალხს კი, ვისაც სახლში ტელევიზორი ან მაცივარი აქვს, მაგრამ 200 ლარი კარგა ხანია თვალით არ უნახავს (ამის გამო ბევრი უმწეო და ღატაკი პროგრამაში ვერ მოხვდა), ფულის გადახდა მოუწევს. ცხადია, საქართველოს ღარიბი მოსახლეობის დიდ ნაწილს ამის შესაძლებლობა არა აქვს. ექსპერტების ვარაუდით, საქართველოში ცოფის უფასო ვაქცინაციის გაუქმებას ძალზე მძიმე შედეგი მოჰყვება, რადგან საქართველო ის ქვეყანაა, სადაც ადამიანები ცოფით ყოველწლიურად (უფასო ვაქცინაციის პირობებშიც კი) იღუპებიან.
პაატა იმნაძე (დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი): “უცხოეთის ქვეყნებში საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამები აღარ არის, მაგრამ ამ ქვეყნებში არა მარტო ძაღლებსა და კატებს, არამედ ტყეში მელიებსა და მგლებსაც კი ცრიან. ადამიანის ცოფით დაავადება ეპიდაფეთქების ბოლო ეტაპია. მხოლოდ ვაქცინაციით პრობლემა ვერ მოგვარდება. ეს საქმე თვითმმართველობის ორგანოებმა უნდა იკისრონ. სწორედ ისინი უნდა იყვნენ პასუხისმგებელნი დაკბენილ ადამიანთა წინაშე. თუ ძაღლი პატრონიანია, მაშინ პატრონმა უნდა გადაიხადოს ვაქცინის ფული. კანონპროექტში “საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ” კი მითითებულია, რომ მაწანწალა ცხოველის მიერ ადამიანის დაკბენის შემთხვევაში აცრების საფასური თვითმმართველობამ უნდა გაიღოს...
გიგი წერეთელი, პარლამენტარი, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე:
“როცა ამ საკითხზე დაიწყო მსჯელობა, სამინისტროს მივეცით რეკომენდაცია, რომ ეს არ გაეკეთებინა, რადგან ცოფი ისეთი ინფექციური დაავადებაა, რომ ადამიანის გადარჩენის შანსი თითქმის გამორიცხულია. ამ პროგრამის ამოქმედებიდან ძალიან მალე იჩინა თავი პრობლემამ. რამდენიმე კვირის წინ ერთ-ერთ რაიონში ძაღლმა მთელი ოჯახი დაკბინა. 1.000 ლარზე მეტი იყო გადასახდელი. ადგილობრივმა თვითმმართველობამ და მეზობლებმა შეაგროვეს ფული და ოჯახი აიცრა. სასწრაფოდ მოვიწვიეთ ჯანდაცვის მინისტრი, შესაბამისი უწყების ხელმძღვანელი და დავსვით საკითხი, რომ ყველა მოქალაქე, რომელსაც დასჭირდება აცრა, მაგრამ არ ექნება ამის საშუალება, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს უფასო ვაქცინაციით. მინისტრი შეგვპირდა, რომ ან პროგრამა გაფართოვდება, ან ადგილობრივ თვითმმართველობებს გამოუყოფენ ბიუჯეტიდან თანხებს იმ მოქალაქეებისათვის, რომელთაც საშუალება არა აქვთ ვაქცინაციის ფული გადაიხადონ... მინისტრმა პირობა მოგვცა, რომ ამ პრობლემას მოაგვარებს და დარწმუნებული ვარ, შეასრულებს”.

ხათუნა პაიჭაძე

http://www.kvirispalitra.ge

2007.06.20


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006