logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ბრიფინგი ჯანდაცვის სამინისტროს ინფრასტრუქტურულ პროექტებზე

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ვალერი კვარაცხელიამ ბრიფინგი გამართა მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს. ასევე ყურადღება გაამახვილა სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფ სამედიცინო დაწესებულებებში არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით განსახორციელებელ ცვლილებებზე. როგორც მოგეხსენებათ, ხარისხიანი და ხელმისაწვდომი ჯანდაცვის სისტემის შექმნა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
ამ ეტაპზე ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 4 ახალი კლინიკის მშენებლობა მიმდინარეობს:
ზუგდიდში, სოფელ რუხში მიმდინარეობს თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი 220-საწოლიანი მრავალპროფილიანი საუნივერსიტეტო კლინიკის მშენებლობა, რომელიც 2016 წლის ბოლოს დასრულდება. ძირითად სტაციონარულ კორპუსში 7 ბლოკი შედის, ცალკეა პათოლოგ-ანატომიის, კვებისა და ცენტრალური სამრეცხაო-სასტერილიზაციო კორპუსები. კლინიკის ამოქმედების შემდეგ, რუხის, მისი მიმდებარე სოფლების და აფხაზეთის მცხოვრებნი სამედიცინო დახმარებით ისარგებლებენ. გარდა ამისა, კლინიკის ტერიტორიაზე მოეწყობა აუდიტორიები და ბიბლიოთეკა, სამედიცინო პროფილის სტუდენტებისა და რეზიდენტებითვის, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურა, ავტოსადგომები, შიდა სავალი გზები, აუზები და სკვერები. რეზიდენტების, კლინიკაში სამკურნალოდ ჩამოყვანილი პაციენტების ოჯახის წევრებისა და ახლობლებისთვის აშენდება საერთო საცხოვრებელი. 
დედოფლისწყაროში 25-საწოლიანი ახალი საავადმყოფო საერთაშორისო სტანდარტების უახლესი ტექნიკით აღიჭურვება. სამედიცინო ცენტრი 50-ზე მეტი მაღალკვალიფიციური მედპერსონალით დაკომპლექტდება და დედოფლისწყაროსა და ირგვლივ მდებარე 16 სოფლის, ჯამში, 32 531 მცხოვრებს მოემსახურება. მრავალფუნქციური ცენტრი ულტრათანამედროვე აპარატურით აღიჭურვება და პაციენტებს ამბულატორიულ და სტაციონარულ სერვისებს შესთავაზებს. ახალი სამედიცინო ცენტრი ფუნქციონირებას 2016 წლის გაზაფხულიდან შეუდგება.
ასევე ლენტეხში მიმდინარეობს ახალი თანამედრო ტექნიკით აღჭურვილი 10-საწოლიანი კლინიკის მშენებლობა, რომელიც 2016 წლის შემოდგომაზე დასრულდება. ხოლო ხარაგაულის მოსახლეობას ახალი თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი 14-საწოლიანი სამედიცინო ცენტრი 2016 წლის ზაფხულში სრულ სამედიცინო მომსახურებას გაუწევს. 

ბატონმა ვალერიმ ისაუბრა პრობლემებზეც და ხაზი გაუსვა ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოში არსებულ მდგომარეობას და აღნიშნა, რომ უკვე დასრულდა ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს რეანიმაციული განყოფილების გარემონტება, ხოლო შესაბამისი აღჭურვილობა უახლოეს მომავალში გადაეცემა. 
დაგეგმილია მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, მათ შორისაა ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის ბავშვთა ახალი 20-საწოლიანი კორპუსის მშენებლობა, რომელიც 2016 წლის აგვისტოს ბოლოს უნდა დასრულდეს, ასევე დაგეგმილია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ადმინისტრაციული კორპუსის მშენებლობა, რომელიც 2017 წელს დასრულდება.
აღნიშნულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ჯამში სულ 60 მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯება.

http://moh.gov.ge

2015.12.11


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006