logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ვიწრო პროფილით მომუშავე ექიმს სპეციალური მოწმობა დასჭირდება

ექიმთა პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხები შესაბამის უწყებებში დაგროვილი განცხადებების საფუძველზე განიხილება. განცხადებების ავტორები, ძირითადად, პაციენტები არიან. მათი პრეტენზიები სხვადასხვა შინაარსისაა. პროფესიული პასუხისმგებლობის შესახებ კანონი დასჯის სხვადასხვა სანქციას ითვალისწინებს.
მიმდინარე წლის იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით, საქმეების შესწავლის შედეგად, ექიმთა სახელმწიფო სერთიფიკატის მიმნიჭებელი საბჭოს წინაშე 18 ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი დაისვა. წერილობითი გაფრთხილება 5 ექიმს მიეცა, 5-ს სერტიფიკატის მოქმედება შეუჩერდა. ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ მიმდინარე წელს უკანონო საექიმო საქმიანობის 1 ფაქტი გამოვლინდა.
2006 წელს შემოწმების საფუძველზე საბჭოს წინაშე ექიმთა პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი 358 შემთხვევაში დაისვა. წერილობითი გაფრთხილება მიეცა 248 ექიმს, სერტიფიკატის მოქმედება შეუჩერდა 71-ს. სერტიფიკატის გაუქმების თაობაზე სასამართლოში 4 ექიმის მიმართ აღიძრა საქმე. 10 შემთხვევაში კი დაწესებულების ხელმძღვანელობის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი დაისვა.
ექიმების სერტიფიცირების, რესერტიფიცირების, სერტიფიკატების შეჩერებისა თუ მოქმედების გაუქმების საკითხებს აღნიშნული საბჭო განიხლავს. ხოლო ამ პროცესს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო სააგენტო უზრუნველყოფს. ექიმთა საქმიანობაში ახალი კანონი ამოქმედდა. უკვე სერტიფიცირებულ ექიმებს სუბსპეციალობით მუშაობის უფლება მხოლოდ სპეციალურად გაცემული მოწმობებით ეძლევათ.
გია თვალავაძე, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი: დღეისათვის საქართველოში ექიმები 70 სპეციალობაში არიან სერტიფიცირებულები. ამჟამად გარკვეული ნაწილი უკვე აღარ ითვლება სერტიფიცირებულ სპეციალობად და სხვა წესით რეგულირდება. ანუ, არსებობს ძირითადი და მიმდინარე სპეციალობა. ორივე შემთხვევა სერტიფიცირებადია. არსებობს კიდევ მოწმობების პრინციპი, ანუ სუბსპეციალობა, რაშიც ექიმს უბრალოდ მოწმობა სჭირდება, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო გასცემს.
მაგალითად, თერაპევტს მომიჯნავე სპეციალობად შეუძლია აირჩიოს გასტროენტეროლოგია, კარდიოლოგია, პულმონოლოგია და სხვა. გინეკოლოგიის მომიჯნავე, შესაძლოა, იყოს რეპრუდოქტოლოგია. იგივე ქირურგიის მომიჯნავე პროქტოლოგიაა ან სხვა ქირურგიული პროფილები. ძირითად ან მომიჯნავე სპეციალობებს აქვთ თავიანთი სუბსპეციალობები. ამ დარგში ახლა გაიცემა მოწმობები, რაც აქამდე პრაქტიკაში არ იყო. მაგალითად, ზოგიერ სპეციალისტს შეუძლია იმუშაოს ტრანსფუზიოლოგიაში, ანუ მას უკვე სისხლის გადასხმის უფლება მიეცა. ენდოკრინოლოგს მოწმობის საფუძველზე ნუტრიციოლოგად, ანუ კვებასთან დაკავშირებულ საკითხებზე შეუძლია იმუშაოს. მოწმობას ჯანდაცვა სპეციალური ფორმით გასცემს. სულ ერთი თვეა რაც ეს პრაქტიკა შემოვიდა. სუბსპეციალობის მოწმობის გაცემა ორი ფორმით რეგულირდება. ერთია ის, როცა ექიმი შესაბამის სპეციალობაში კვალიფიკაციას გაივლის. თუმცა კანონში სუბსპეციალობის კვალიფიკაციის ხანგრძლივობასთან დაკავშირებული შესაბამისი ნორმატიული ბრძანება ჯერ დაზუსტებული არ არის. ამაზე მუშაობა ახლა მიმდინარეობს.
არსებობს კიდევ მეორე პირობა, რაც სერტიფიცირებულ ექიმს სუბსპეციალობით მუშაობის უფლებას აძლევს. თუ ექიმი ბოლო ერთი წლის განმავლობაში გარკვეულ სუბსპეციალობაში მუშაობის ანგარიშს წარმოადგენს, მას ჯანდაცვის სამინისტრო მოწმობას მიანიჭებს.
მაგალითად ქირურგს, მოწმობის პრაქტიკაში დაკანონებამდე, გასტროსკოპიის წარმოების უფლება ჰქონდა. ახლა ამისათვის მას მოწმობა დასჭირდება. ამჟამად სამინისტრო ექიმთა კვალიფიკაციის მიხედვით, მათ უფლებებზეც მუშაობს. ამით განისაზღვრება თუ რომელი სპეციალობის ექიმს პარალელურად რომელ სამედიცინო დარგში ექნება მუშაობის უფლება. სპეციალობათა ახალი ნუსხა ძალაში წელს შევიდა. შესაძლოა, ის თავიდანაც გადაიხედოს. შესაძლოა, აღნიშნული მოწმობების გაცემა უკვე სტაჟიან ექიმებს შეეხოთ. თუმცა ახალდამთავრებულ და სერტიფიცირებულ ექიმებს, ვინც ახლა დაიწყებს რეზიდენტურაში სწავლას, სასწავლო პროცესში სხვადასხვა სუბსპეციალობების სწავლება უკვე ჩაიდება. შესაბამისად, მათ ამ მოწმობის აღება აღარ დასჭირდებათ.

ნინო ფრანგიშვილი

http://www.opentext.org.ge/resonance

2007.06.20


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006