logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    მაია ბითაძე სამედიცინო დასხივების სფეროში რადიაციული უსაფრთხოების თანამედროვე მოთხოვნებს ნერგავს

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე მაია ბითაძე ბირთვული და რადიაციული საქმიანობის განმახორციელებელ სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე ახალი ტექნიკური რეგლამენტის – „სამედიცინო დასხივების სფეროში რადიაციული უსაფრთხოების მოთხოვნები“ – პროექტი განიხილეს, რომელიც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოამზადა.

აღნიშნული ტექნიკური რეგლამენტით ქვეყანაში ყალიბდება თანამედროვე მოთხოვნები სამედიცინო დასხივების სფეროში, რომელიც ითვალისწინებს პაციენტისა და მოსახლეობის დაცვის გაუმჯობესებას მაიონებელი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისაგან, კერძოდ – განისაზღვრა რადიაციული უსაფრთხოების ნორმები სხივურ თერაპიაში, რაც დღემდე არ არსებობდა. ცალკე განისაზღვრა ბავშვებისა და ორსული ქალებისათვის რენდგენოლოგიური გამოკვლევის პროცედურები, რათა მაქსიმალურად იქნას დაცული მათი რადიაციული უსაფრთხოება.

ჩამოყალიბდა რადიაციული უსაფრთხოების ნორმები ბირთულ მედიცინაში, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. განისაზღვრა რადიოთერაპიული დანადგარების ხარისხის კონტროლის უზრუნველყოფის კრიტერიუმები და მოთხოვნები. განახლდა მოთხოვნები რენტგენოდანადგარების განთავსებისათვის საჭირო ფართებთან მიმართებაში. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განახლდა რენდგენოდანადგარებისადმი ხარისხის კრიტერიუმები, რაც შეამცირებს სამედიცინო პერსონალზე და პაციენტებზე გამოსხივების მავნე ზეგავლენას.

შეხვედრას რადიაციული უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი, ლიტვის რადიაციული უსაფრთხოების ცენტრის დირექტორის მოადგილე იულიუს ჟილუკასის ესწრებოდა, რომელმაც შეხვედრის მონაწილეებს ლიტვის გამოცდილება გაუზიარა და გააცნო ხარისხის კონტროლისა და ხარისხის უზრუნველყოფის მნიშვნელობა ბირთვულ და რადიაციულ უსაფრთხოების სფეროში.
აღნიშნული რეგლამენტი 2016 წლის იანვრიდან ამოქმედდება.

http://info9.ge

2015.12.09


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006