logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    „საავადმყოფოების გაერთიანების შედეგად არცერთი კლინიკის შენობა არ გაიყიდება“

თბილისში სამი საავადმყოფოს ტენდერის საბოლოო შედეგები იანვარში გახდება ცნობილი. 

ავსტრიულმა კომპანიამ თბილისში სამი საავადმყოფოს - რესპუბლიკური საავადმყოფო, ონკოლოგიის ცენტრი და ბავშვთა ინფექციური, მმართველობაზე გამოცხადებულ ტენდერში, სადაც სულ სამი, მათ შორის ავსტრიული, კანადური და ქართული კომპანია მონაწილეობდა, ყველაზე დიდი ინტერესი ავსტრიულმა კომპანიამ დაიმსახურა და სრული დოკუმენტაციაც ვადებში, სწორედ მან წარმოადგინა.
 
ტენდერის პირველი ნაწილი, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მოწვეული უცხოური კომპანიის დახმარებით იყო გამოცხადებული, დასრულებულია.
 
ირკვევა, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს, ონკოლოგიური ცენტრისა და ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს ბაზაზე სახელმწიფო კლინიკის ამოქმედება იგეგმება. 
 
ამ მიმართულებით სიახლეა, რა ეტაპზეა ეს პროექტი, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელა განმარტავს.
 
“აღნიშნული კლინიკები ერთ ჰოლდინგადაა გაერთიანებული. ეკონომიკის სამინისტრომ გადასცა საპარტნიორო ფონდს, ამ უკანასკნელმა კი გამოაცხადა კონკურსი კლინიკის მართვასა და ოპერირებაზე. ეს კონკურსი ახლა მიმდინარეობს და მისი დასრულება მომავალი წლის იანვრის შუა რიცხვებისთვის იგეგმება. ტერიტორიულად სად იქნება ეს კლინიკა, ამაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის, თუმცა, საუბარია იმაზე, რომ კლინიკის ერთი ნაწილი იყოს რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე, მეორე ნაწილი კი ონკოლოგიური ცენტრისა და ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოში. ყველა ამ კლინიკას სამედიცინო პროფილი შეუნარჩუნდება. შედეგად, ახალ კლინიკაში სხვადასხვა მიმართულებები იქნება. მნიშვნელოვანია, რომ გაერთიანების შედეგად არცერთი კლინიკის შენობის გაყიდვას არ ვაპირებთ”,- აცხადებს ვალერი კვარაცხელია.
 
შეგახსენებთ, რომ ტენდერის პირობების თანახმად, იგეგმება სამი საავადმყოფოს შენობის რემონტი, რეკონსტრუქცია ან მშენებლობა ევროკავშირის სტანდარტების მიხედვით. ასევე, მოხდება მათი აღჭურვა უახლესი აპარატურით, ხოლო პერსონალი გაივლის ატესტაციას და სწავლებას პერონალის განვითარების სპეციალური პროგრამის შესაბამისად.

ეკა ჭიღლაძე

http://pia.ge

2015.12.07


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006