logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    თბილისის მერია შშმ მოსწავლეებს ადაპტირებული ტრანსპორტით უზრუნველყოფს

თბილისის მერის დავით ნარმანიას წინასაარჩევნო დაპირების შესაბამისად, თბილისის მერია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეების ადაპტირებული ტრანსპორტით უზრუნველყოფას იწყებს.

„ინკლუზიური განათლების ხელმისაწვდომობის" პროგრამის ფარგლებში, თბილისის მერიამ ორი ადაპტირებული მიკროავტობუსი შეიძინა, რის შემდეგაც, პირველ ეტაპზე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად შეირჩა 4 საჯარო სკოლა, რომელსაც აღნიშნული მიკროავტობუსები მოემსახურება; ესენია - N173, N87, N177 და N191 საჯარო სკოლები. ახალი სერვისით ამ ეტაპზე 14 განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლე ისარგებლებს. მიკროავტობუსების ტრანსპორტირებისა და ექსპლუატაციის ხარჯებს თბილისის მერია სრულად უზრუნველყოფს.

დავით ნარმანიას განცხადებით, 2016 წელს დაგეგმილია გეოგრაფიული არეალის გაზრდა და დამატებით 6 ადაპტირებული ტრანსპორტის შესყიდვა, რაც კიდევ უფრო აამაღლებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მობილურობას და სასწავლო პროცესში ჩართულობის ხარისხს, ამასთან, აღნიშნული პრობლემა დედაქალაქში სრულად იქნება მოგვარებული.

„თბილისის მერია აქტიურად ზრუნავს, რომ შშმ პირები მაქსიმალურად იყვნენ ადაპტირებულები, შესაბამისად, ჩვენ წელს განსაკუთრებული აქცენტი მოზარდებზე გავაკეთეთ. სპეციალურად შევიძინეთ ორი ადაპტირებული მიკროავტობუსი, რომლითაც ბავშვები სკოლაში ივლიან. გარდა ამისა, მომავალ წელს, დამატებით, გავითვალისწინეთ 6 ადაპტირებული ავტობუსის შეძენა და ამით დედაქალაქში არსებული აღნიშნული პრობლემა სრულად იქნება მოგვარებული. ამასთან, 2 კვირის წინ, თბილისის მთავრობის სხდომაზე დავამტკიცეთ მუნიციპალური შენობა-ნაგებობებისა და სივრცეების ადაპტირების 3-წლიანი პროგრამა, რომლის შესაბამისადაც ყველა მუნიციპალური შენობა-ნაგებობა და ძირითადი სივრცე იქნება ადაპტირებული. ამ მიმართულებებით 3 წლის განმავლობაში 14 000 000 ლარი დაიხარჯება", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის მერიის ახალი პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების დამოუკიდებელ და უსაფრთხო გადაადგილებასა და სასწავლო პროცესში აქტიურ ჩართულობას.


http://reportiori.ge

2015.12.03


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006