logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ჯანდაცვის სამინისტრომ შშმ პირთა უფლებების დაცვის დღე აღნიშნა

3 დეკემბერს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ და სოციალური მომსახურების სააგენტომ საახალწლო თემაზე შექმნილი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მოაწყო. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო დედაქალაქში არსებული, შშმ ბავშვთა დღის ცენტრების ბენეფიციართა ნამუშევრები: მისალოცი ბარათები, ნაძვის ხის სათამაშოები, ნახატები, ქუდები, ასევე სხვადასხვა პრაქტიკული და სიმბოლური ნივთები.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ორგანიზაციები - „პირველი ნაბიჯი - საქართველო“,“ახალი ნაბიჯები“, „ბავშვი და გარემო“, ა(ა)იპ თავისუფალი პედაგოგიკის ცენტრი, ააიპ კავშირი „ია“, სარეაბილიტაციო და სოციალური ადაპტაციის ცენტრი „აისი“, „მშობელთა ხიდი“, ასოციაცია „ანიკა“, ასოციაცია „ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება“.
გამოფენის მონაწილეებსა და სტუმრებს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე მიესალმა. ღონისძიება კი ორგანიზაცია „მშობელთა ხიდის“ შშმ ბავშვთა პარა-ორკესტრმა გახსნა და რამდენიმე მუსიკალური ნომერი შეასრულა. შშმ ბავშვთა გამოფენა-გაყიდვის მიზანია: დედაქალაქში არსებული დღის ცენტრების მოზარდების წახალისება, მათი საზოგადოებაში ინტეგრირების ხელშეწყობა და მოტივირება. გაყიდული ნამუშევრებიდან შემოსული თანხა დღის ცენტრებს მოხმარდებათ.
შშმ ახალგაზრდებს და პარა-სპორტსმენებს ჩეხურმა არასამთავრობო ორგანიზაცია „პინმა“ და ჩეხეთის საელჩოს წარმომადგენელმა დასაქმებისათვის საჭირო ინვენტარი და დამხმარე საშუალებები გადასცეს.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის შეზღუდული შესაძლებლობის პირთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ზრუნვა და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა ერთ–ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს.

http://www.moh.gov.ge

2015.12.04


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006