logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე

მე არ ვცნობ შეზღუდვებს, ვირჩევ თანაბარ შესაძლებლობებს! - ამ სლოგანით 3 დეკემბერს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დღე აღინიშნება.

ათწლეულებია ყოველ 3 დეკემბერს მსოფლიო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს - შშმ ადამიანების უფლებების, თანასწორობის, ღირსების საპატივსაცემოდ.

საქართველოში კვლავაც პრობლემური რჩება შშმ პირთა უფლებების რეალიზაცია, საზოგადოებაში ინტეგრაცია, მათი საზოგადოებრივ სიკეთეებზე თანაბარი ხელმისაწვდომობა, საზოგადოებრივი ცნობიერება და ინფორმირებულობის ხარისხი.

ხშირ შემთხვევაში შესაძლებლობების შეზღუდვა გამომდინარეობს არა საკუთრივ მათი რესურსებიდან, არამედ გარემოსგან, რომელიც მათ დისკრიმინაციულ მდგომარეობაში აყენებს. ამით ზარალდება არა მხოლოდ შშმ პირთა თემი, არამედ მთლიანად საზოგადოება, რომელიც მათი სახით დიდ ადამიანურ რესურსს კარგავს.

3 დეკემბერს, 15 საათზე, სპორტის სასახლეში მოძრაობა „ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის"  გეპატიჟებათ შშმ პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე.

დღის მანძილზე ღონისძიებების განრიგი ასეთია:

  • 14:00-15:00 ინტეგრირებული მსვლელობა-მარათონი სააკაძის მოედნიდან სპორტის სასახლემდე
  • 15:00-16:00 სპორტის სასახლის ფოიეში წარმოდგენილი იქნება რამდენიმე ექსპოზიცია (ფოტო-გამოფენა; ბენეფიციარების ნახატების, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა და სხვა)
  • 16:00-16:30 ღონისძიების გახსნა. საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩის - ქალბატონ ჯუდით გოფის, „ღია საზოგადოება - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორის - ქალბატონ ქეთი ხუციშვილის, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის - ქალბატონ ეკა ბესელიას, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის - ბატონ ლევან ყიფიანის, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის - ბატონ დავით სერგეენკოს სიტყვა.
  • 16:30-17:30 საჩვენებელი მატჩი პარა-კალათბურთში
  • 17:30 ინტეგრირებული ორკესტრის გამოსვლა, სმენისა და მეტყველების დარღვევების მქონე ადამიანების პერფორმანსები.
  • 18:00-20:00 ცოცხალი მუსიკის კონცერტი, სადაც მონაწილეობას იღებენ დღეისათვის ყველაზე პოპულარული ქართული ახალგაზრდული ბენდები Z for Zulu, ZurGi, Landmark.

შშმ პირთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა დღის ცენტრები და ორგანიზაციები, რომლებიც შშმ პირთა უფლებების დაცვაზე მუშაობენ. ღონისძიებები ერთობლივად დაიგეგმა და ხორციელდება მეგობარი ქვეყნების (სომხეთი, თურქეთი, ირანი) პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად. საერთო სლოგანით - მე არ ვცნობ შეზღუდვებს, ვირჩევ თანაბარ შესაძლებლობებს!

შშმ პირთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების მხარდამჭერები და გენერალური სპონსორები არიან დიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველოში და ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო.

დასწრება თავისუფალია!

* * *

"მოძრაობა ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის" წელიწადზე მეტია, რაც არსებობს და ძირითადად ხერხემლის დაზიანების მქონე მოქალაქეებს აერთიანებს. მისი მისიაა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების ადვოკატირება მათთვის საზოგადოებრივ სიკეთეზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის. ამ კუთხით მოძრაობას არაერთი პროექტი განუხორციელებია და ამ მომენტშიც ახორციელებს.

„იმისათვის, რომ რეალური შედეგი მივიღოთ შშმ პირების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისა და უფლებების რეალიზაციის თვალსაზრისით, საზოგადოების ერთიანობასა და ერთსულოვნებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს." - ამბობენ ორგანიზაციის წევრები.

 

http://www.osgf.ge

2015.12.03


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006