logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ევროსაბჭო ციხის ჯანდაცვის რეფორმის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელების შეფასებას იწყებს

ევროპის საბჭო დღეს, 2014-2017 წლების ციხის ჯანდაცვის რეფორმის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელების შეფასებას იწყებს.
შეფასება ევროპის კავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროგრამის "ადამიანის უფლებები ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში" ფარგლებში ტარდება. პროგრამა "ადამიანის უფლებები ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში" სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური ჯანდაცვის რეფორმირებაში და მის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებაში უკვე მესამე წელია ეხმარება. რეფორმის ნაწილია პროგრესის შეფასება და იმ სფეროების გამოვლენა, რომელიც დამატებით მუშაობას საჭიროებს. სწორედ ამ მიზნით, ევროპის საბჭო უკვე მეორედ აფასებს ციხის ჯანდაცვის რეფორმის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმის შესრულებას.
როგორც პროგრამის კოორდინატორებმა განაცხადეს, ევროსაბჭოს საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები პროგრესს სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში დასმული ამოცანების, ევროსაბჭოს რეკომენდაციებისა და წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის სტანდარტების მიხედვით შეაფასებენ. შეფასებისთვის ექსპერტები სპეციალურ ინსტრუმენტებს შეიმუშავებენ, შეხვდებიან სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, ომბუდსმენის ოფისისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. ისინი როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში სასჯელაღსრულების დაწესებულებებსაც ეწვევიან. შეფასების შედეგები, რეკომენდაციებთან ერთად, განსახილველად სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს წარედგინება.
ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროგრამის - "ადამიანის უფლებები ციხეებში და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში" - განხორციელება 2013 წლის ივლისში დაიწყო და იგი მიზნად ისახავს თავისუფლებააღკვეთილ პირთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფასა და სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას. პროგრამას აფინანსებს ევროპის კავშირი, ხოლო ახორციელებს ევროპის საბჭო.

http://www.interpressnews.ge

2015.12.03


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006