logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    UNFPA-ს საქართველოს ოფისი ექიმებთან და ექსპერტებთან შეხვედრას მართა

გაერო-ს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით, 1-3 დეკემბერს ბორჯომში, სასტუმრო "რიქსოსში" თემაზე "ციფრებს მიღმა" მეთოდოლოგიის დანერგვა საქართველოში" სამუშაო შეხვედრას მართავს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" გაერო-ს მოსახლეობის ფონდიდან აცნობეს, შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ მეან-გინეკოლოგები თბილისიდან და ქუთაისიდან, UNFPA-ის საქართველოს ოფისის წარმომადგენლები. შეხვედრას მოწვეული საერთაშორისო ექსპერტები წაუძღვებიან. შეხვედრა ეძღვნება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) "ციფრებს მიღმა"/Beyond the Numbers (BtN) მეთოდოლოგიის პრეზენტაციას, ევროპულ და კავკასიის რეგიონში დაგროვილი გამოცდილების გაზიარებას და ამ მეთოდოლოგიის დანერგვის დეტალური სამოქმედო გეგმის შემუშავებას პილოტურ დაწესებულებებში თბილისში და ქუთაისში. აღსანიშნავია, რომ ეს მიდგომა WHO/UNFPA-ის უშუალო ხელშეწყობით უკვე დაინერგა ევროპის 14 ქვეყანაში, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი დედათა სიკვდილიანობის და ორსულობის გართულების საზედამხედველო სისტემის შექმნას ამ ქვეყნებში და შედეგად, დედათა ჯანმრთელობის გაუმჯობესებას.
როგორც გაეროს მოსახლეობის ფონდში აცხადებენ, დედათა და ახალშობილთა ჯანმრთელობა ნებისმიერი ქვეყნის კეთილდღეობისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მაჩვენებელი და საზრუნავია. მიუხედავად პროგრესისა, რომელსაც საქართველომ მიაღწია უკანასკნელ ათწლეულში, დედათა სიკვდილიანობის დონე კვლავ რჩება ერთ-ერთ ყველაზე მაღალი ევროპაში და ქვეყნის პრიორიტეტებიდან გამომდინარე, აგრეთვე ჯანმრთელობის დაცვის სისტემის მდგრადი განვითარებისათვის მნიშვნელოვანია საქართველოში დედათა სიკვდილიანობის და ავადობის აუდიტის მეთოდოლოგიის შემუშავება/ადაპტაცია, იმპლემენტაცია და მონიტორინგი. აღსანიშნავია, რომ დედათა სიკვდილის მიზეზთა შორის სჭარბობს ის მიზეზები, რომელთა თავიდან აცილება შესაძლებელია სწორი სამედიცინო მეთვალყურეობით. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შემოთავაზებულ დედათა სიკვდილიანობის და მძიმე ავადობის შემთხვევათა გამოვლენის და შესწავლის ინოვაციური მეთოდოლოგია - "ციფრებს მიღმა" ითვალისწინებს კლინიკური აუდიტის, როგორც ხარისხის მონიტორინგის ინსტრუმენტის დანერგვას და ორსულობის რისკების დროულ გამოვლენას, რათა უზრუნველყოფილ იქნას უსაფრთხო დედობა საქართველოში.

http://www.interpressnews.ge

2015.12.01


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006