logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ჯანდაცვის მინისტრი იაშვილის კლინიკის პრობლემებზე რეაგირებას არ აპირებს

„შემიძლია ცალსახად დავადასტურო და პასუხს ვაგებ ჩემს სიტყვებზე, რომ სახელმწიფოს მხრიდან არცერთი დღით არ ყოფილა ფულის გადარიცხვის დაგვიანება – ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ შეკითხვას იაშვილის კლინიკის ექიმების მიერ რამდენიმე დღის წინ გამართულ აქციასთან დაკავშირებით.

აქცია ხელფასების დაგვიანების გამო გაიმართა და მისი მონაწილე ექიმები აცხადებდნენ, რომ ეს ხელფასების დაგვიანების პირველი შემთხვევა არ არის. მათი თქმით, პრობლემა კლინიკაში „ევექსის“ შესვლის შემდეგ შეიქმნა.

აქვს თუ არა ჯანდაცვის სამინისტროს ვითარებაში ჩარევის ბერკეტი და გვაქვს თუ არა საქმე სისტემურ პრობლემასთან ამ კორპორაციაში?

აღნიშნულზე დავით სერგეენკო პასუხობს, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ჩაერევა იმ შემთხვევაში თუ საფრთხე შეექმნება 2 კომპონენტს: ჯანდაცვის მომსახურების მიწოდების უწყვეტობას და მეორე, მომსახურების ხარისხს. როგორც მინისტრი ამბობს, სამინისტრო ასეთ შემთხვევაში ვალდებულიც კია, ჩაერთოს პროცესებში.

„ვერ დაგიდასტურებთ, რომ ეს სისტემური ხასიათის პრობლემაა, ეს ალბათ მენეჯმენტმა უნდა გაარკვიოს, რომ არ შეუქმნას საფრთხე დაწესებულების ფუნქციონირებას. ჯანდაცვის სამინისტრო ჩაერევა იმ შემთხვევაში, თუ შეიქმნა კოლექტიური შრომითი დავა. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი ვალდებულება, რომ შრომითი დავების მედიატორი მივავლინოთ. 

ამას არ ჰქონდა არცერთი ნიშანი კოლექტიური შრომითი დავების. ეს იყო მენეჯმენტის მოსაგვარებელი მარტივი საკითხი,“ – განაცხადა სერგეენკომ.

იაშვილის კლინიკაში ექიმების გაფიცვა პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც  „სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ მენეჯმენტის მიმართ მის მფლობელობაში არსებული კლინიკის ექიმები პროტესტს გამოთქვამენ. მანამდე იყო პრობლემები კორპორაციის მფლობელობაში არსებული სამშობიარო კლინიკა „ახალ სიცოცხლეში,“ ასევე მოხდა პაციენტების გარდაცვალების რამდენიმე შემთხვევა, რის გამოც კორპორაციის კუთვნილ კლინიკების ექიმებს სანქციები დაეკისრა.

დავით სერგეენკომ ჯერ კიდევ ორი წლის წინ დააფიქსირა საკუთარი პოზიცია, რომ ჯანდაცვა არის სფერო, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან რეგულირებადი უნდა იყოს.

http://commersant.ge

2015.11.30


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006