logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ბაგა-ბაღების სააგენტო: წელს 60-მდე ფსიქოლოგი და 30-მდე ლოგოპედი გადამზადდება

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს გადაწყვეტილებით, ბავშვის საჭიროებებზე ორიენტირებული სასწავლო-სააღმზრდელო გარემოს და ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის მიზნით, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში ფსიქოლოგების და ლოგოპედების გადამზადება დაიწყო.

თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ტრენინგის მიზანია, თბილისის ყველა საბავშვო ბაგა-ბაღს შესაძლებლობა ჰქონდეს, მიიღოს ფსიქოლოგის, ლოგოპედის ან/და სპეციალური პედაგოგის მომსახურება. პროექტის ფარგლებში შეიქმნება სამი ახალი სახელმძღვანელო, სამუშაო ინსტრუმენტები და გზამკვლევები, რომლის მიხედვითაც იმუშავებენ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღები.

"აღსანიშნავია, რომ ბავშვის განვითარებასა და სხვადასხვა უნარის ფორმირების პროცესის სწორად წარმართვაში ფსიქოლოგსა და ლოგოპედს მნიშვნელოვანი როლი აკისრია, ისინი აკვირდებიან და შეისწავლიან ბავშვის ფსიქო-მოტორულ განვითარებას ასაკობრივი ნორმების მიხედვით. შესაბამისად, დროულად გამოვლენილ ნორმიდან გადახრის შემთხვევაში საკორექციო სამუშაოებიც გაცილებით უფრო შედეგიანია.

ამ ეტაპზე, თბილისის საბავშვო ბაღების ნახევარზე მეტს აღნიშნული შტატი არ აქვს. ტრენინგი ორკვირიანია და წელს 60-მდე ფსიქოლოგი და 30-მდე ლოგოპედი გადამზადდება. გადამზადების პროცესში მომავალი წლიდან ფსიქოლოგებისა და ლოგოპედების ახალი ნაკადი ჩაერთვება", - აცხადებენ ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში.

ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, მომავალი წლიდან თბილისის ყველა ბაღს ეყოლება ლოგოპედი და ფსიქოლოგი.

http://ipress.ge

2015.11.26


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006