logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    თბილისში ჯანდაცვის მინისტრების დონეზე ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის არაფორმალური დიალოგის მე-6 შეხვედრა გაიმართება

სასტუმრო "თბილისი მარიოტში" დღეს, ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის არაფორმალური დიალოგის მე-6 შეხვედრა გაიმართება ჯანდაცვის მინისტრების დონეზე. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და ევროკავშირის გაფართოების მოლაპარაკებების ევროკომისარი - იოჰანეს ჰანი, ჯანდაცვისა და სურსათის უვნებლობის საკითხებზე ევროკომისარი - ვიტენის ანდრიუკაიტისი, ევროკავშირის წარმომადგენლები და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები ჯანდაცვის სამინისტროების (საქართველო, უკრაინა, ბელარუსი, მოლდოვა, სომხეთი, აზერბაიჯანი) მაღალი დონის დელეგაციები. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილება ჯანდაცვის უსაფრთხოებასთან (Health Security) დაკავშირებული შემდეგი საკითხები: 1. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ჯანმრთელობის საერთაშორისო რეგულაციები (IHR); 2. ანტიმიკრობულ რეზისტენტობასთან (AMR) ბრძოლა; 3. იმუნიზაციის გაძლიერება.
სამუშაო სადილზე კი თამბაქოს ჩარჩო კონვენციის იმპლემენტაციისა და თამბაქოს პროდუქტების უკანონო ვაჭრობის აკრძალვის დამატებით ოქმთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ. სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის საქართველოში ჩამოდის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს ჩარჩო კონვენციის სამდივნოს ხელმძღვანელი - ვერა ლუიზა და კოსტა ე სილვა. ღონისძიების ბოლოს დაგეგმილია პრესკონფერენცია.
ასევე, დაგეგმილია შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ორმხრივი შეხვედრები.
ევროკავშირის ინიციატივით, მინისტრთა შეხვედრები 2013 წლიდან ტარდება პარტნიორ ქვეყნებში და ითვალისწინებს ზოგად (საგარეო საქმეთა მინისტრები) და სექტორულ (დარგობრივი მინისტრები) შეხვედრებს და მასში მონაწილეობას ევროკავშირის მაღალი თანამდებობის პირები, ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებათა და ასევე - შესაბამისი დარგის ევროკომისრები ღებულობენ.

http://www.interpressnews.ge

2015.11.26


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006