logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    საქართველოში ახალი ფარმაცევტული საწარმო იხსნება

25 ნოემბრიდან ქართველ ფარმაცევტულ ბაზარზე ახალი, მრავალფუნქციური და ინოვაციური საწარმო გაიხსნება, რომელიც აქტიური სუბსტანციების წარმოების ხარჯზე საგრძნობლად შეუწყობს ხელს რიგი მედიკამენტების გაიაფებას და ამასთანავე მრავალპროფილური წარმოების ხარჯზეახალ მედიკამენტებს შესთავაზებს მომხმარებლებს.

დღეს, 12:00 საათზე, ლილოს ტერიტორიაზე (იუმაშევის #23) „აწარმოე საქართველოში" პროგრამის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით კომპანია „ინოვასი" ხსნის ფარმაცევტულ საწარმოს, რომელიც გამოირჩევა წარმოების მაღალი სტანდარტით, ინოვაციურობითა და წარმოებული პროდუქციის მრავალფეროვნებით. ამასთანავე, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ წარმოების პროცესებში მუდმივად დასაქმდება 50-დან 100 ადამიანამდე, ხოლო მცენარეული ნედლეულის მოპოვების პროცესში რეგიონებში სეზონურად 1000 ადამიანი იქნება ჩართული წარმოების პროცესში და ეს რიცხვი სხვადასხვა სეზონსა და მცენარეების მოპოვებისას 2000-მდე გაიზრდება.

აღსანიშნავია, რომ მრავალპროფილური ფარმაცევტული საწარმო ადგილობრივ მომხმარებლებს საგრძნობლად გაუადვილებს წვდომას მედიკამენტებზედა ამასთანავე,მრავალ სიახლეს დანერგავს ქართულ ბაზარზე.
„ინოვასი" პირველი კომპანიაა ადგილობრივ ბაზარზე, რომელიც გამოიყენებს ქართული ფლორის სამკურნალო პოტენციალს და წარმოების სრულ ციკლს განახორციელებს დაწყებული ნედლეულის მოპოვება-გადამუშავებიდან მზა პროდუქციის ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე გაყიდვით დასრულებული. საწყის ეტაპზე საწარმოში შესაძლებელი იქნება 40-მდე დასახელების მცენარის გადამუშავება და 60-მდე აქტიური ნივთიერების წარმოება.

კომპანია ასევე გეგმავს საოჯახო რეცეპტურის სერიულ წარმოებასა და კომერციალიზაციასაც, შესაბამისად, შესაძლებელია მომხმარებელს ბევრი სიახლე შესთავაზოს იმ მედიკამენტების კუთხით, რომელთა შესახებ საზოგადოების მცირე ნაწილისათვის იყო ცნობილი.

კომპანიის უნიკალურობა ასევე იმაში მდგომარეობს, რომ „ინოვასი"იქნება რეგიონში პირველი კონტრაქტული მწარმოებელი, რომელიც თანამედროვე სტანდარტებით დაამზადებს აქტიურ ფარმაცევტულ ინგრედიენტებს, მათ შორის სამკურნალო მცენარეებისგან დამზადებულ ნატურალურ ექსტრაქტებს.

ზემოხსენებულ საქმიანობას „ინოვასი" საერთაშორისო სტანდარტების დაცვით განახორციელებს და ის უკვე ემზადება GMP/HASP/ISO სერტიფიცირებისთვის.

აწარმოე საქართველოში პროგრამის ამ კონკრეტულ ბენეფიციარს, გამოარჩევს მისი ინოვაციურობა და დარგის განვითარებისადმი კომპლექსური მიდგომა. „ინოვასი"ზრუნავს ნარჩენი წყლების ინოვაციური მეთოდით დამუშავებაზე. პილოტური პროექტის ფარგლებში ქართველი და ლიტველი სპეციალისტების მიერ მოხდება ნარჩენი წყლების გაწმენდისას 100%-იანი ბიო მეთოდის გამოყენება.

„აწარმოე საქართველოში" პროგრამის ფარგლებში შექმნილ 123 საწარმოში 327 მილიონ ლარამდე ინვესტიციაა განხორციელებული და დასაქმებულთა რაოდენობა 7 000 ადამიანს აღწევს.

აქედან მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ხელშეწყობით შეიქმნა 72 საწარმო და განხორციელდა 180 მილიონ ლარამდე ინვესტიცია.

კომპანია „ინოვასი" სარგებლობს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერის კომპონენტით, კერძოდ ხდება თიბისი ბანკის მიერ გაცემული სესხის საპროცენტო განაკვეთის 10%-ით თანადაფინანსება პირველი 2 წლის განმავლობაში.

http://commersant.ge

2015.11.25


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006