logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    25 ნოემბერი - ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა

2015 წლის 25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა, მისი ძირითადი გზავნილია „გავერთიანდეთ ქალთა მიმართ ძალადობის შესაჩერებლად, ქმედების დროა.“

გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ ინიცირებული ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის 16 დღიანი კამპანია, იწყება 25 ნოემბერს და გრძელდება 10 დეკემბრამდე - ადამიანის უფლებების დაცვის დღემდე, მიზნად ისახავს ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებასა და ქალთა უფლებების ირგვლივ სამოქალაქო კონსოლიდაციის გაძლიერებას.

1999 წლის 17 დეკემბერს, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის მსოფლიო დღედ გამოაცხადა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების თანახმად, მსოფლიოში ყოველი სამი ქალიდან ერთი ცხოვრების განმავლობაში, სულ მცირე, ერთხელ მაინც გამხდარა ფიზიკური შეურაცხყოფის ან სხვა სახის ძალადობის მსხვერპლი.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ შემაძრწუნებელ სტატისტიკას ავრცელებს. მსოფლიოიში ყოველი სამი ქალიდან ერთი სიცოცხლის განმავლობაში  ფიზიკურ ან სექსუალურ ძალადობას განიცდის. ეს მსოფლიო მასშტაბის პანდემიაა, რომლის შეჩერება და  პრევენცია შესაძლებელია. თუმცა, მის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით დაავადებებისგან განსხვავებით არ არსებობს სამკურნალო მედიკამენტი ან ვაქცინა. ვებრძვით არა დაავადების მაპროვოცირებელ რისკის ფაქტორებსა და აგენტებს (ვირუსი, ბაქტერია), არამედ ძალადობის ჩამდენ დამნაშავეს ან საზოგადოებას.

ქალთა მიმართ ძალადობის შესაჩერებლად   მულტისექტორული და მრავლი ინტერვენციების მომცველი  სტრატეგიის შემუშავება, საზოგადოების მობილიზაცია და სოციალური ნორმების დაწესებაა  აუცილებელი.

2015 წელს გაეროს შტაბ-ბინაში ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღის ოფიციალურად აღნიშვნის მსვლელობისას, ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის  პირველი ჩარჩო დოკუმენტი შემუშავდა, რომლის შექმნაშიც შვიდი საერთაშორისო ორგანიზაცია (UN Women, ILO, OHCHR, UNDP, UNESCO, UNFPA and WHO) მონაწილეობდა.

ქალთა მიმართ ძალადობა გლობალური პრობლემაა და ადამიანის უფლებების ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული დარღვევაა. მას არა აქვს კულტურული, გეოგრაფიული, რელიგიური, სოციალური, ეკონომიკური თუ ეროვნული საზღვრები და ყველაზე ხშირად ჩაკეტილი სოციალური წყობისთვისაა დამახასიათებელი. ამ პრობლემას უაღრესად სერიოზული შედეგები აქვს არა მარტო ძალადობის მსხვერპლი ქალების ფიზიკურ და ემოციურ ჯანმრთელობაზე, არამედ იგი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ბავშვებზე, ოჯახებსა და საზოგადოებაზე.

საქართველო ტრადიციულ საზოგადოებად ხასიათდება, სადაც მყარადაა გამჯდარი ოჯახის, როგორც წმინდა, საიდუმლო ადგილის, აღქმა.

უკანასკნელ წლებში ქართული საზოგადოება ქალთა მიმართ ძალადობისადმი უფრო გახსნილი და შეუწყნარებელი გახდა, თუმცა  ამ პრობლემის სიმწვავე არ განელებულა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს) ოჯახში ძალადობის სტატისტიკური მონაცემები განისაზღვრება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ოჯახში მომხდარი დანაშაულისთვის, რომელზეც პასუხისმგებლობა განისაზღვრა სსკ 11'-108, 11'-109, 11'-117, 11'-118, 11'-126', 126' მუხლებით.

შშს-ს 2015 წლის 13 ნოემბრამდე მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით  ოჯახური ძალადობის  766 შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 92 შემთხვევა  და 2 მკვლელობა თბილისში აღირიცხა.

2009 წელს  გაეროს მოსახლეობის ფონდმა (UNFPA) მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოკითხვა ჩაატარა - საქართველოში ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის შესახებ. ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ქორწინებაში მყოფ ქალთა 9.2%, ანუ ყოველი მე–11 ქალი აღიარებს, რომ გამხდარა ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი მეუღლის/პარტნიორის მხრიდან. ქალაქის მოსახლეობას შორის  ქალის მიმართ ოჯახში ძალადობის შემთხვევები ორჯერ უფრო ხშირია.

საქართველოში ქალთა უფლებადამცველები  ძალადობის დაძლევის საერთაშორისო დღეს 1981 წლის 25 ნოემბრიდან აღნიშნავენ.

ჩვენი მოქალაქეობრივი აქტივობითა და პროფესიული მოვალეობების სათანადოდ შესრულებით თითოეულ ჩვენგანს შეგვწევს ძალა, წვლილი შევიტანოთ ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრისა და გენდერული თანასწორობის საქმეში.

უფრო ვრცლად>>>

http://www.ncdc.ge

2015.11.25


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006