logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    თბილისის სასწრაფო სამედიცინო მომსახურება პლანშეტურ სისტემაზე გადადის

სასწრაფო დახმარების ცენტრში არსებულ პრობლემებზე დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ბუთხუზმა ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა.

მისი თქმით, არ არსებობს დისპეტჩერიზაციის პროტოკოლები, დაუხვეწია ზარების რანჟირების სისტემა და სათანადო დონეზე ვერ ხორციელდება რეალურად გადაუდებელი და შედარებით დაბალი პრიორიტეტის მქონე გამოძახებების გამიჯვნა.

გიორგი ბუთხუზის განცხადებით, ჩატარებული ანალიზის შედეგად, გადაწყდა, რომ დისპეტჩერიზაციის პროტოკოლი საქართველოს ბაზაზე შეიქმნას.

"ჩავატარეთ ანალიზი და დავსახეთ პრობლემის გადაჭრის რამდენიმე გზა. პირველი პროტოკოლები შექმნილ იქნას საკუთარი ძალებით ანუ საქართველოს ბაზაზე. იყო დაბრკოლება, რომ საქართველოში არ არსებობს შესაბამისი გამოცდილება ან ექსპერტი, რომელიც ამ პროტოკოლს შეიმუშავებს. ჩავატარეთ საზღვარგარეთის ქვეყნების გამოცდილების კვლევაც, რომლის მიხედვით, 42 ქვეყანაში, მათ შორის, გერმანიაში, შვეიცარიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში და ასე შემდეგ, სარგებლობენ ერთ-ერთი ამერიკული კომპანიის მიერ მომზადებული პროტოკოლებით. ამჟამად მიმდინარეობს კონსულტაციები ქალაქ თბილისის მერიასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ "112"-თან და ჯანდაცვის სამინისტროსთან ზემოაღნიშნული პროტოკოლების მიზანშეწონილობასთან და შესყიდვასთან დაკავშირებით", - განაცხადა გიორგი ბუთხუზმა. 

მისივე ინფორმაციით, კომუნიკაციის გამარტივებისა და მომსახურების ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრსა და 112-ს შორის მოლაპარაკებები გაიმართა. როგორც მომხსენებელმა განმარტა, ამჟამად სამედიცინო ბრიგადებსა და 112-ს შორის კავშირი რადიოგადამცემისა და მობილიური ტელეფონის მეშვეობით ხორციელდება, რაც გარკვეულ დროს მოითხოვს და სწორედ ამიტომ, გადაწყდა, შემუშავდეს კავშირგაბმულობის სპეციალური ელექტრონული პროგრამა, რომელიც რადიო და სატელეფონო კომუნიკაციას ჩაანაცვლებს. 

"საუბარია პლანშეტურ სისტემაზე, ვმუშაობთ სოფტის დაწერაზე, შევისყიდით პლანშეტებს და კომუნიკაცია იქნება ე.წ. ერთი ღილაკის დაჭერის პრინციპით. ეს მოგვცემს მონაცემთა სწრაფი და მარტივი გაცვლის საშუალებას, დაიზოგება დრო, რაც ეფექტიან მუშაობას შეუწყობს ხელს", - განაცხადა გიორგი ბუთხუზმა.

http://commersant.ge

2015.11.20


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006