logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    “სამოქალაქო ჩართულობის ცენტრმა” ჯანდაცვის სამინისტროს მონიტორინგის შუალედური ანგარიში წარადგინა

სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის” თავმჯდომარემ ლაშა გიორგაძემ აღმასრულებელი ხელისუფლების მონიტორინგის პროექტის ფარგლებში, ჯანდაცვის სამინისტროს მონიტორინგის შუალედური ანგარიში წარადგინა.

გიორგაძის თქმით, ამ მხრივ უმნიშვნელოვანესია საყოველთაო ჯანდაცვა. გიორგაძის განცხადებით, არის გარკვეული ხარვეზები, თუმცა პროექტით უამრავმა ადამიანმა ისარგებლა.

“2010 წლის მონაცემებით, საქართველოში სახელმწიფო დაზღვევით სარგებლობდა მხოლოდ 30%, 2012 40%, დღევანდელი მდგომარეობით კი 99%. 2013 წელს დაიხარჯა 69 მილიონი ლარი, 2014-ში 335 მილიონი ლარი, ხოლო 2015 წლის 9 თვის მონაცემით დახარჯულია 423 მილიონ ლარზე მეტი. ჯამში დახარჯულია 828 მილიონი ლარი. ეს არის ძალიან კოლოსარული რიცხვი, თუმცა ეს არის ის მთავარი ქვაკუთხედი ამ პროექტში, რათა ადამიანებმა მიიღოს კონკრეტული სიკეთე. ამ წლების განმავლობაში დაფინანსდა 750 000 ადამიანი და ისარგებლა ამ პროექტით. ანაზღაურებელი თანხის ოდენობაა 600 მილიონ ლარამდე.

ონკოლოგიური პრეპარატები შესყიდულ იქნა 12 000 ბენეფიციარისთვის და თანხამ შეადგინა 13 მილიონ ლარზე მეტი. გეგმური ქირურგიული მომსახურებით და კარდიოქირურგიით ისარგებლა 102 000 ადამიანმა და ანაზღაურდა 112 მილიონი ლარი. ამ პროგრამას აქვს ხარვეზები, თუმცა იხვეწება. ეს არ არის საუკეთესო მოდელი, რადგან არის ბევრი ნიუანსი, რომლის გათვალისწინებაც რთულია.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მოსახლეობის 74%-ია ინფორმირებული საყოველთაო დაზღვევის შესახებ. ეს დიდი რიცხვია, თუმცა სასურველია, რომ ინფორმირებული ადამიანების რაოდენობა გაიზარდოს და მთელი საქართველო მოიცვას”, – განაცხადა გიორგაძემ.

მისივე თქმით, მედიკამენტები არის ძალიან ძვირი და მოსახლეობას უჭირს მათი შესყიდვა.

“ოპერაციის შემდგომ რეაბილიტაციისთვის საჭიროა მედიკამენტები და აუცილებელია ეს მიმართულებაც იყოს ხელმისაწვდომი. ამ მიმართულებით რეკომენდაციას ვაძლევთ ხელისუფლებას, რომ ე.წ. ჯენერიკ მედიკამენტების შემოტანა გაიოლდეს, მედიკამენტებზე მოიხსნას გადასახადები, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან რთულდება მედიკამენტების შეძენა. საყოველთაო ჯანდაცვის პროექტს მედიკამენტების ფასები ძალიან აზიანებს”, – აღნიშნა გიორგაძემ.

მისივე თქმით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო იწყებს პირველადი ჯანდაცვის პროექტს, რომელიც თანხებს საკმაოდ დაზოგავს.

რაც შეეხება C ჰეპატიტის ელიმინაციის პროექტს, გიორგაძის შეფასებით, ეს არის უპრეცედენტო პროექტი.

“10 სექტემბრის მონაცემებით, ამ პროექტში ჩართულია 12 000-ზე მეტი ბენეფიციარი. მათგან 3 700 უშუალოდ მკურნალობის კურსს გადის. ამ მიმართულებით ასევე მნიშვნელოვანია, რომ 5-წლიანი განვითარების გეგმა შემუშავდება. თუმცა, აუცილებელა, რომ ამ დაავადების გამომწვევი მიზეზების პრევენცია მოხდეს და პრობლემების დასაწყისშივე აღმოფხვრას”, – აღნიშნავენ ცენტრში.

ლაშა გიორგაძის განცხადებით, ერთ-ერთი რეფორმა არის რეცეპტების დანერგვა, რამაც ხელი შეუწყო სააფთიაქო ნარკომანიასთან ბრძოლას, თუმცა დღესაც რჩება აფთიაქები, რომლებიც გასცემენ ამ მედიკამენტებს ურეცეპტოდ.

რაც შეეხება სხვადასხვა კლინიკების რეაბილიტაციას, მისი თქმით, ამ მიმართულებით გარკვეული პრობლემებია.

“სახელმწიფო ცდილობს გამოისყიდოს ის კლინიკები, რომლებიც გასული წლების განმავლობაში გასხვისდა კერძო სექტორზე, თუმცა ვერ შეძლეს დაკისრებული ფუნქციების შესრულება. მნიშვნელოვანია კლინიკები, რომლებიც შენდება რეგიონებში, მაქსიმალურად უნდა იყოს აღჭურვილი და მაქსიმალურად ხელი უნდა მიუწვდებოდეს იქ მცხოვრებებს”, – აღნიშნა გიორგაძემ.

მისივე შეფასებით, მნიშვნელოვანი სიახლეა, რომ დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობა შემცირებულია.

“კარგი ამბავია, რომ 2014 წლის მონაცემებით, ბავშვთა სიკვდილიანობა გაეროს შეფასებით, საქართველოში შემცირდა. საქართველო ერთადერთი ქვეყანაა პოსტსაბჭოთა სივრცეში სადაც ამ მიმართულებით გაუმჯობესებაა. ასევე შემცირებულია დედათა სიკვდილიანობა”, – განაცხადა გიორგაძემ.

"სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი'

2015.11.19


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006