logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    დავით სერგეენკო ორსულთა და ახალშობილთა ჯანმრთელობის მეთვალყურეობის ახალ სისტემას წარადგენს

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ანტენატალურ და სამეანო მომსახურებაზე ზედამხედველობას აძლიერებს.

ამ მიზნით დაინერგება აღრიცხვიანობის ახალი ელექტრონული სისტემა „ორსულთა და ახალშობილთა ჯანმრთელობის მეთვალყურეობის ელექტრონული მოდული“, რომელიც აძლიერებს დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის მართვის საინფორმაციო სისტემას; უზრუნველყოფს მონაცემთა სიზუსტეს; აადვილებს მომსახურების მიწოდებაზე კონტროლსა და ანგარიშგებას; აუმჯობესებს სერვისის ხარისხს და იძენს უდიდეს პოტენციალს გახდეს მსოფლიო სამეცნიერო კვლევების ნაწილი.

ახალ ელექტრონულ სისტემას დღეს  ჯანდაცვის სამინისტროს ეროვნულ სასწავლო ცენტრში შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე და გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში საშა გრაუმანი წარადგენენ.
 
აღნიშნული პროექტი გაერო-ს ბავშვთა ფონდის ტექნიკური და ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება.  
 
ჯანდაცვის სამინისტროს ეროვნულ სასწავლო ცენტრში მიმდინარეობს ანტენატალური კლინიკების და სამშობიაროების წარმომადგენელთა ტრენინგი-მონაცემთა შეყვანასთან დაკავშირებულ საკითხებზე. დაგეგმილია მთელი ქვეყნის მასშტაბით აღნიშნული დაწესებულებების 500-მდე წარმომადგენლის მომზადება. თბილისის გარდა, ტრენინგები გაიმართება იმერეთში, სამეგრელოსა და აჭარის რეგიონებში. 
 
2016 წლიდან „ორსულთა და ახალშობილთა ჯანმრთელობის მეთვალყურეობის ელექტრონულ მოდულში“ მონაცემების განთავსება სავალდებულო გახდება და მისი გამოყენება მოხდება, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში წარსადგენი სტატისტიკური ანგარიშგებისთვის, ასევე ანტენატალური მეთვალყურეობის სახელმწიფო პროგრამისა და მაღალი რისკის ორსულთა, მშობიარეთა და მელოგინეთა სტაციონარული სამედიცინო მომსახურების კომპონენტებში.
 
ახალი ელექტრონული სისტემის დანერგვაში საქართველოს ეხმარება ნორვეგიის ტრომსოს უნივერსიტეტი, რომელიც ასევე აქტიურად ჩაერთვება მოდულის დანერგვის პროცესშიც.  

გვანცა დიდებაშვილი

http://pia.ge

2015.11.17


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006