logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    დღენაკლ ბავშვთა საერთაშორისო დღე 2015

მსოფლიოში ყოველი 10 ბავშვიდან 1 ნაადრევად იბადება.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებით დღენაკლია ახალშობილი, რომელიც ნაადრევად, ორსულობის 37 კვირის ვადამდე იბადება.

დღენაკლობა ახალშობილთა სიკვდილიანობის მთავარ მიზეზს წარმოადგენს. მსოფლიოში ყოველწლიურად დაბადებული 15 მილიონი დღენაკლი ახალშობილიდან მილიონამდე 5-წლამდე ასაკში იღუპება.

17 ნოემბერი დღენაკლ ბავშვთა საერთაშორისო დღეა, იგი  პირველად აღინიშნა  2011 წელს ახალშობილთა მზრუნველობის ევროპული ფონდისა (EFCN) და მისი პარტნიორი ორგანიზაციების მიერ. 2014 წელს 200-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობდა აქტივობებში, და 60-ზე მეტმა ქვეყანამ დაგეგმა სპეციალური ღონისძიება, რათა გაეზარდა მოსახლეობის ინფორმირებულობის დონე დღენაკლი ბავშვების, ახალშობილებისა და დედათა ჯანმრთელობის შესახებ; აღნიშნული საკითხებზე ინფორმაცია მსოფლიოს მასშტაბით 1.6 მილიარდმა ადამიანმა მიიღო. საინფორმაციო-საგანმანათლებლო ღონისძიებები მიზნად ისახავს ნაადრევი მშობიარობების რიცხვის შემცირებას და დღენაკლ ბავშვთა მოვლის გაუმჯობესებას საზოგადოების განათლების გზით. ოჯახები, რომლებმაც გამოცადეს დღენაკლი ახალშობილის დაბადება, შეძლებენ საზოგადოებას გაუზიარონ საკუთარი ისტორიები და გამოცდილება თანამედროვე საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საშუალებით, მაგალითად www.facebook.com-ზე არსებული დღენაკლთა საერთაშორისო დღის ოფიციალურ გვერდზე, რომელსაც მილიონამდე მომხმარებელი სტუმრობს.

ახალშობილთა მოვლის ძირითადი მეთოდები

ახალშობილთა მოვლის თანამედროვე მეთოდების გამოყენება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როცა საქმე დღენაკლ ახალშობილებს ეხება. დღენაკლ ახალშობილთა მოვლის ერთერთი იაფი, თუმცა მეტად ეფექტური მეთოდი, რომლის ხშირი გამოყენება არ ხდება, კენგურუს მეთოდია.

კენგურუს მეთოდი პირველად 1967 წელს დაინერგა. ამ მეთოდის გამოყენებით ხდება მცირე წონიანი ახალშობილის დედასთან კანით-კანზე კონტაქტი, რაც ხელს უწყობს ძუძუთი კვების წამოწყებას და ახალშობილის გათბობას. დღენაკლი ახალშობილის სხეულის ტემპერატურის შენარჩუნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მათი პატარა სხეული სწრაფად კარგავს სითბოს, რაც ზრდის დაავადებების, ინფექციებისა და სიკვდილის რისკს. ექსპერტთა მოსაზრებით ამ მეთოდის ფართო დანერგვამ ყოველწლიურად შეიძლება 450 000 სიცოცხლე  გადაარჩინოს.


დღენაკლობის 
პრევენცია - თანამედროვეობის გამოწვევა

დღენაკლობით გამოწვეული დაავადების ტვირთის შესამცირებლად აუცილებელია ვიპოვოთ ორსულობის სრულ ვადამდე, ან 39 კვირამდე მაინც, მიყვანის გზები. შესწავლილია ის რისკ–ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ ნაადრევ მშობიარობაზე, მაგალითად: ანამნეზში ნაადრევი მშობიარობა, ქალის წონანაკლულობა, სიმსუქნე,დიაბეტი, მოწევა, მაღალი არტერიული წნევა, ქალის ასაკი (17წელზე ნაკლები ან 40 წელზე მეტი), გენეტიკური ფაქტორები, ორსულობა რამდენიმე ნაყოფით და ორსულობებს შორის არასაკმარისი ინტერვალი.
რისკის ფაქტორების გამოვლენისა და შესაბამისი პრევენციული ზომების გატარებისათვის მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ანტენატალურ მოვლის ხარისხის გაუმჯობესებას და მის ფარგლებში მიწოდებული სერვისების გაფართოვებას.

 

http://www.ncdc.ge

2015.11.17


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006