logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    პრესკონფერენცია თემაზე: "ანტიბიოტიკების შესახებ ინფორმირებულობის მსოფლიო კვირეული"

2015  წლის  16 ნოემბერს 12:00 საათზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით გაიმართება პრესკონფერენცია თემაზე

ანტიბიოტიკების შესახებ ინფორმირებულობის მსოფლიო კვირეული

პრესკონფერენციას დაესწრებიან შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პირები და დარგის ექსპერტები.

ყოველი წლის ნოემბერში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია აღნიშნავს ანტიბიოტიკების შესახებ ინფორმირებულობის დღეს, წელს კი პირველად 16-22 ნოემბერს ,,ანტიბიოტიკების შესახებ ინფორმირებულობის მსოფლიო კვირეული“ გაიმართება სლოგანით ,,გამოიყენე ანტიბიოტიკები ფრთხილად“ და ფოკუსირებულია იმის საჭიროებაზე, რომ ყველამ და ყველგან თავისი როლი შეასრულოს ანტიბიოტიკების ეფექტურობის შესანარჩუნებლად. ეს არის მიმართვა მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში მცხოვრები ყოველი ადამიანისადმი, ვინაიდან ანტიბიოტიკების ეფექტურობის შენარჩუნებაში ყველა ჩვენგანმა უნდა შეიტანოს საკუთარი წვლილი. 

კამპანიის მიზანია ხელი შეუწყოს ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდას და ბიძგი მისცეს იმ ცვლილებებს, რომლებიც უზრუნველყოფს ანტიბიოტიკების მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში და მხოლოდ ექიმის დანიშნულებით გამოყენებას. 

ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობა დღეს გლობალური ჯანმრთელობის ერთ-ერთი უდიდესი საფრთხეა. ის საგანგაშოდ მაღალ დონეს აღწევს მსოფლიოს ყველა კუთხეში, ხელს უშლის ინფექციური დაავადებების მკურნალობაში და ძირს უთხრის ჯანდაცვისა და მედიცინის სფეროში მიღწეულ პროგრესს.

ამჟამად ქვეყნების მხოლოდ ერთ მეოთხედს აქვს ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის ეროვნული გეგმა. თუმცა, პოლიტიკური ყურადღება ამ საკითხისადმი იზრდება და 2015 წლის მაისში ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეაზე მთავრობებმა ანტიმიკრობული რეზისტენტობის გლობალური სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს. გეგმის მიზანი #1 გახლავთ: „ანტიმიკრობული რეზისტენტობის შესახებ ცნობადობის და ინფორმირებულობის გაზრდა ეფექტიანი კომუნიკაციით, განათლებითა და ტრენინგებით.“

ამ მიზნის მისაღწევად, ჯანმო უძღვება ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის გლობალურ კამპანიას და მჭიდროდ თანამშრომლობს გაეროს სურსათისა და სოფლის მეორნეობის ორგანიზაციასთან (FAO) და ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან (OIE).

დაუყოვნებელი ქმედების გარეშე, მსოფლიოს წინ ელის „პოსტ-ანტიბიოტიკური ერა“, სადაც ჩვეულებრივ ინფექციებს და სხეულის უმნიშვნელო დაზიანებებს, რომელთა მკურნალობა ათწლეულების მანძილზე შესაძლებელი იყო, ისევ შეეძლებათ ფატალურ შედეგამდე მიყვანა; დაიკარგება ისეთი სამედიცინო მკურნალობის სარგებელი, როგორიცაა ქიმიოთერაპია და სერიოზული ქირურგიული მანიპულაციები.

ჯერ კიდევ არ არის  გვიანი ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის ზეგავლენის შემცირება. ანტიბიოტიკების ეფექტურობის შენარჩუნებაში ყველამ უნდა შევიტანოთ ჩვენი წვლილი. ინფექციების გავრცელების შეზღუდვითა და ანტიბიოტიკების წარმოების, დანიშვნისა და გამოყენების პრაქტიკის შეცვლით ჩვენ შეგვიძლია ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის გავრცელებისა და მისი უარყოფითი შედეგების შემცირება. 

 „ანტიმიკრობული რეზისტენტობა მომავლის საფრთხე არაა, რომელიც ჰორიზონტზე შორსაა და ბუნდოვნად მოჩანს. ის არის აქ და ახლა და მას დამანგრეველი შედეგები აქვს“

ჯანმო-ს გენერალური დირექტორი, დოქტორი მარგარეტ ჩანი

კვირეულის ფარგლებში მსოფლიო მასშტაბით დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიებები და აქტიური კომუნიკაცია მედიასთან და საზოგადოებასთან. ანტიბიოტიკების შესახებ ინფორმირებულობის მსოფლიო კვირეულს საქართველოც უერთდება სხვადასხვა აქტივობებით.


უფრო ვრცხლად>>>

http://www.ncdc.ge

2015.11.16


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006