logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    კონფერენცია თემაზე: რაციონალური ანტიმიკრობული თერაპია

2015 წლის 11 ნოემბერს 15:00-17:30 საათზე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და „გლობალური ალიანსის“ ორგანიზებით გაიმართება კონფერენცია თემაზე 

რაციონალური ანტიმიკრობული თერაპია:  სენფორდის ანტიმიკრობული თერაპიის სახელმძღვანელო და მისი გამოყენების ინსტრუქცია

პრესკონფერენციას დაესწრებიან შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, „გლობალური ალიანსის“ ხელმძღვანელი პირები. ასევე, უნივერსიტეტ პარიზი-7-ის სამედიცინო სკოლის და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორები.

ანტიმიკრობული რეზისტენტობა 21-ე საუკუნის გლობალური გამოწვევაა, რომელმაც გადალახა ყოველგვარი საზღვრები, გავრცელდა ყველა კონტინენტზე და  მიიღო პანდემიის სახე. სწორი, რაციონალური ანტიმიკრობული თერაპია ერთის მხრივ მნიშვნელოვანი ინტერვენციაა ინფექციების სამკურნალოდ და მეორეს მხრივ მთავარ იარაღს წარმოადგენს ანტიბიოტიკების რეზისტენტობასთან ბრძოლაში.

კონფერენციაზე გაკეთებული პრეზენტაციებით მოხდება ანტიმიკრობულ თერაპიაზე ევროპული გამოცდილების გაზიარება და სენფორდის სახელმძღვანელოს პრაქტიკაში დანერგვის ინსტრუქციის პრაქტიკოსი ექიმებისათვის გაცნობა. პრეზენტაციას გააკეთებენ პროფესორი ელიზაბეთ ბუვე და პროფესორი მალვინა ჯავახაძე.

პროფესორი ელიზაბეთ ბუვე არის უნივერსიტეტ პარიზი-7-ის სამედიცინო სკოლის სრული პროფესორი ინფექციური დაავადებების განხრით. მას საექიმო პრაქტიკა აქვს პარიზის ჩრდილოეთში განთავსებულ ბიშატის ჰოსპიტალის 60 საწოლიან ინფექციური დაავადებების განყოფილებაში. პროფესორი ბუვე მრავალი წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა ინფექციური კონტროლის დეპარტამენტს იმავე ჰოსპიტალში და ორგანიზებას უწევდა ანტიბიოტიკების დანიშვნის მობილურ სამედიცინო ჯგუფს. იგი არის ინფექციური დაავადებების სპეციალობის ნაციონალური კომიტეტის წევრი უმაღლესი განათლების სამინისტროში. 2011 წლიდან მოყოლებული, უნივერსიტეტ პარიზი-7-ში იგი არის სპეციალური ვებგვერდის საბჭოს წევრი, რომელიც განკუთვნილია ზოგადი პროფილის ექიმების მიერ ანტიბიოტიკების დანიშვნის საკითხებისათვის და ეწოდება „ანიტიბიოკლიკი“. 

პროფესორი მალვინა ჯავახაძე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, თერაპიული დეპარტამენტის, ინფექციურ სნეულებათა მიმართულების პროფესორი, აკად. ვ. ბოჭორიშვილის სახ. სეფსისის და ინფექციურ პათოლოგიათა კლინიკის კლინიკური დირექტორი.

კონფერენციაზე პარალელურად მოხდება პრაქტიკოსი ექიმებისთვის სენფორდის ,,ანტიმიკრობული თერაპიის“ სახელმძღვანელოს 45-ე გამოცემის ქართული ვერსიის წარდგენა, რომელსაც საერთაშორისო აღიარება აქვს მოპოვებული და თითქმის ნახევარი საუკუნეა თითოეული ამერიკელი ექიმისათვის ყოველდღიური მოხმარების წიგნს წარმოადგენს.

კონფერენცია გაიმართება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის საკონფერენციო დარბაზში (მეორე სართული).

უფრო ვრცლად>>>

 

http://www.ncdc.ge

2015.11.11


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006