logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    მოსახლეობის ნებაყოფლობითი C ჰეპატიტის უფასო სკრინინგი და ზიანის შემცირების საქართველოს ქსელისათვის მობილური ამბულატორიების გადაცემა

2014 წლის 9 ნოემბერს 12:45 საათზე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გაიმართება პრესკონფერენცია - აქცია თემაზე 

მოსახლეობის ნებაყოფლობითი C ჰეპატიტის უფასო სკრინინგი და ზიანის შემცირების საქართველოს ქსელისათვის მობილური ამბულატორიების გადაცემა

პრესკონფერენციას დაესწრებიან და აქციის ფარგლებში C ჰეპატიტის ტესტირებას  ჩაიტარებენ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის ხელმძღვანელი პირები, სამინისტროს თანამშრომლები და მსურველი მოქალაქეები.

C ჰეპატიტის ელიმინაციის გეგმის ყოველმხრივი განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრმა, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრთან,  ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასა და სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად 2015 წლის 3-5 ნოემბერს  ჩაატარა საქართველოში საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფის  შეხვედრა.

სამუშაო შეხვედრაზე საერთაშორისო ექსპერტთა ტექნიკური ჯგუფის მიერ განხილულ იქნა C ჰეპატიტის პროგრამის 5 წლიანი სტრატეგიული დოკუმენტი, რომლის ფარგლებში განსაკუთრებულად გაესვა ხაზი C ჰეპატიტის ადრეულ დიაგნოსტიკას. მათი რეკომენდაციებით აუცილებელია სკრინინგული ღონისძიებების ფართოდ დანერგვა და კვლევებზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობის გაზრდა - რომლის მიღწევაც, მხოლოდ სხვადასხვა სახელმწიფო ორგანიზაციების აქტიური ჩართულობით, ორგანიზებული და რისკ-ჯგუფების კვლევითა და მოსახლეობის რუტინული სკრინინგული პროცესების დაწყებით არის შესაძლებელი.

„საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის გეგმის ფარგლებში, სკრინინგული კვლევებისადმი მოსახლეობის ხელმისაწვდომობის გაზრდის თაობაზე“  საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 სექტემბრის  №1974 განკარგულების საფუძველზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი აგრძელებენ დაწყებულ ინიციატივას (აქციები ჩატარდა 2015 წლის 26 მაისს - საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, თბილისის მასშტაბით  და C ჰეპატიტის მსოფლიო დღესთან - 28 ივლისი - დაკავშირებული კვირეულის ფარგლებში ქვეყნის 9 რეგიონში)  და 2015 წლის 9 ნოემბრიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით, იწყება С ჰეპატიტის საყოველთაო სკრინინგის შემდგომი ეტაპი, რომელიც გაგრძელდება ოთხი თვის განმავლობაში და მოსახლეობას შესაძლებლობა მიეცამათ უფასოდ ჩაიტარონ ტესტირება C ჰეპატიტზე და ასევე, გლობალური ფონდის ხელშეწყობით აქციის ფარგლებში, ყველა მსურველს შეეთავაზება უფასო სკრინინგი აივ ინფექცია/შიდსზე.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, 2015 წლის 1 დეკემბრიდან დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ყველა ორსულს მიეცემა შესაძლებლობა გინეკოლოგთან პირველი ვიზიტის განხორციელებისას, სხვა გამოკვლევებთან ერთად, ჩაიტაროს უფასო სკრინინგი C ჰეპატიტზე.

ასევე, პრესკონფერენციაზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, „შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდის“ პროგრამის ფარგლებში, ზიანის შემცირების საქართველოს ქსელს გადასცემს ოთხ მობილურ ამბულატორიას.

მობილური ამბულატორიების ფუნქციონირება გახლავთ დადასტურებული წარმატებული პრაქტიკა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. საქართველოში აღნიშნული პრაქტიკა წარმოქმნის საშუალებას დამატებითი წვლილი შევიტანოთ აივ/შიდსის ეროვნული სტრატეგიის ეფექტიან განხორციელებასა და შესაბამისად შიდსის გავრცელების პრევენციაში.

მობილური ამბულატორიების ფარგლებში დაგეგმილია აივ ინფექცია/შიდსის სადიაგნოსტიკო და პრევენციული მომსახურებების განხორციელება. კერძოდ კი მობილური ამბულატორიები მოემსახურებიან ზიანის შემცირების პროგრამის ბენეფიციარებს და უზრუნველყოფენ მათ უფასო ტესტირებით აივ ინფექცია შიდსზე, C და B ჰეპატიტბსა და სიფილსზე. მობილური ამბულატორიების საქმიანობის ფარგლებში მის ბენეფიციარებს ასევე, მიეწოდებათ კონტრაცეპტივები (კონდომები) და საინფორმაციო/საგანმანათლებლო მასალა აივ ინფექცია/შიდსზე. ასევე იმოქმედებს შპრიცებისა და ნემსების პროგრამა აივ ინფექციის ინტრავენური ნარკოტიკების მოხმარებით გადაცემის პრევენციის მიზნით.

მობილური ამბულატორიების ფუნქციონირების გეოგრაფიულ არეალს წარმოადგენს სრულიად საქართველო და ისინი იფუნქციონირებენ შემდეგ რეგიონებში: თბილისი, მცხეთა-მთიანეთი, შიდა-ქართლი, ქვემო-ქართლი, კახეთი, იმერეთი, სამეგრელო, გურია და აჭარა.

ზიანის შემცირების საქართველოს ქსელისათვის გადაცემული მობილური ამბულატორიები ასევე, მონაწილეობას მიიღებენ C ჰეპატიტის უფასო ტესტირების ეროვნულ აქციაში და აქტიურად იმუშავებენ საქართველოს ზოგად მოსახლეობაში როგორც C ჰეპატიტის, ისე აივ/შიდსის გამოვლენაზე.

აღნიშნული ინიციატივა ხაზს უსვამს სახელმწიფო უწყებებსა და სამოქალაქო სექტორს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობასა და ეფექტიანობას.

http://www.ncdc.ge

2015.11.09


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006