logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    სკოლის ექიმების ტრენერთა ტრენინგი ჩატარდა

2014-2015 სასწავლო წლიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ საჯარო სკოლებში სამედიცინო კაბინეტების აღდგენის პროცესი დაიწყო.

საქართველოს მასშტაბით უკვე 300-მდე საჯარო სკოლაში ამოქმედდა ექიმის ახალი კაბინეტი, რომელიც აღჭურვილია საჭირო ინვენტარით, მედიკამენტებითა და სხვა საჭირო რესურსებით. ექიმის კაბინეტების მოწყობის პროცესი შეუქცევადია და იგი ახალი წლიდანაც გაგრძელდება.

ზემოაღნიშნულ პროექტზე განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროები ერთობლივად მუშაობენ. სკოლის ექიმებად საქმდებიან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შერჩეული პირები, რომლებიც ფლობენ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის დამადასტურებელ სახელმწიფო სერტიფიკატს სპეციალობაში – საოჯახო მედიცინა/პედიატრია. სკოლის ექიმების გადამზადებას და მათი საქმიანობის მონიტორინგს ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს.

ამ ეტაპზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და გაერო-ს მოსახლეობის ფონდის ორგანიზებით, ლოზანის უნივერსიტეტის უწყვეტი გადამზადების პროგრამის ფარგლებში, სკოლის ექიმების ტრენერთა ტრენინგი ჩატარდა შემდეგ თემებზე – ახალგაზრდებისა და მოზარდების ჯანმრთელობა, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება, დაავადებების პრევენცია, ჰიგიენა და სხვა.

ტრენინგს უძღვებოდნენ მედიცინის დოქტორი, ლოზანის უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების სამსახურთან არსებული EuTEACH-ის კოორდინატორი პიერ-ანდრე მიშო და ქართველი ექსპერტები.

პროექტის ამოქმედება გადაუდებელმა აუცილებლობამ განაპირობა ვინაიდან, წლების განმავლობაში სკოლების უმეტესობა დამოკიდებული იყო მხოლოდ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მომსახურებაზე და არ იყო ჩართული იმუნიზაციის ხელშემწყობ პროცესებში. არ არსებობდა სკოლის მოსწავლეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის მონაცემთა ბაზა და არ მოქმედებდა რეფერალის განხორციელების ადექვატური მექანიზმი.

სკოლებში ფიქსირდებოდა ეპიდემიოლოგიურად არაკეთილსაიმედო მდგომარეობა და ჰიგიენის საკითხებთან დაკავშირებით იყო ინფორმირებულობისა და ცოდნის ნაკლებობა, ყველა ეს პრობლემა ახალი პროექტის ფარგლებში გადაიჭრება, მოსწავლეები საჭიროების შემთხვევაში კვალიფიციურ პირველად სამედიცინო დახმარებას სკოლაშივე მიიღებენ.

http://pia.ge

2015.11.03


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006