logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ექსპერტი სოციალურ საკითხებში: ექიმები აქცენტს ძვირადღირებულ მედიკამენტებზე აკეთებენ

ჯანდაცვის სამინისტრომ პირველადი ჯანდაცვის რეფორმა პრიორიტეტად გამოაცხადა და მასზე მუშაობა უკვე დაიწყო. რეფორმის წარმატებით მიმდინარეობაში სამინისტროს საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია ,,გლობალური ალიანსი“ ეხმარება. 

პირველადი ჯანდაცვის რგოლის მნიშვნელობაზე, მასში არსებულ ხარვეზებსა და მედიკამენტების ხარისხის კონტროლზე,  კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრის პროექტების დირექტორი, ექსპერტი სოციალურ საკითხებში, ფიქრია ბრეგვაძე განმარტავს: „ჯანდაცვის სამინისტრომ საყოველთაო ჯანდაცვის კუთხით საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. პროგრამის ფარგლებში პირველადი კონსულტაციები  ხელმისაწვდომია. თუმცა, რეგიონებში  შეინიშნება, რომ პროგრამა გაძლიერებისა და გამყარების ნაცვლად სუსტდება.“

ექსპერტი ამგვარ ტენდენციას  მონიტორინგის მუშობის სისუსტეს უკავშირებს. „პროგრამის დანერგვა მნშვნელოვანია,  მაგრამ არანაკლებ საყურადღებოა ამ პროგრამის მონიტორინგი, რათა ცნობილი იყოს ხარვეზები  და მიღწევები. რეგიონებში ნამდვილად შეინიშნება ძველი მაქინაციები, რომლის აღმოფხვრაც ამ პროგრამის ერთ–ერთი მიზანი იყო. თავად ჯანდაცვის პირველი რგოლი და მასში არსებული სერვისების გამოყენება ზოგჯერ მოუხერხებელია. ნებისმიერი ადამიანი საკუთარ პროვაიდერს თავად არ ირჩევს, რაც დისკომფორტია. თუ პაციენტს სურს კონკრეტულ ექიმთან ვიზიტი, ხშირად ეს სურვილი არ უკმაყოფილდება,“ - განმარტვას კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრის პროექტების დირექტორი.

გარდა ამისა, ექსპერტი შშმ პირებისთვის სერვისებზე მარტივი წვდომის საკითხის გამარტივებასა და მის მნიშვნელობაზეც მიანიშნებს: „არის დაავადებები, რომლებიც ქრონიკულად ითვლება, მაგრამ მათი დაფინანსება არ ხდება. ადგილობრივი მუნიციპალიტეტები აფინანსებენ სარეაბილიტაციო ვარჯიშებს, თუმცა ერთჯერადი სახით.  თუ ჩენთვის ეს ყველაფერი რელაქსაციისა და გამაჯანსაღებელ ხასიათს ატარებს, შშმ პირებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, მაგრამ არ არის საყოველთაო დაზღვევაში ჩასმული. ჯანდაცვის სამინისტრო აფინანსებს მხოლოდ ორმოცდაათ პროცენტს, მაგრამ სოციალურად დაუცველი პირებისთვის ამ 50 პროცენტის ანაზღაურებაც პრობლემაა.  მომსახურება  500–600 ლარს აღწევს, რაც ამ კატეგორიის ადამიანებისთვის საკმაოდ ძვირადღირებული სიამოვნებაა.“

გარდა ამისა, ექსპერტი ექიმების კონკრეტული ფარმაცევტული კომპანიებისადმი დაინტერესებასაც არ გამორიცხავს: „არის შემთხვევები, როდესაც  პაციენტს კონკრეტულ მედიკამენტს მიზანმიამრთულად სთავაზობენ. არსებობს პრეპარატები,  რომლებიც პენსიონერმა შესაძლოა 5 ლარად იყიდოს,  ამ დროს კი ექიმი მას მსგავსი ტიპის 4-5 ჯერ უფრო ძვირადღირებულ წამალს უნიშნავს. ექიმები აქცენტს ძვირადღირებულ მედიკამენტებზე აკეთებენ. “

ამ ფონზე, ფიქრია ბრეგვაძეს მიაჩნია, რომ ქვეყანაში მედიკამენტების ხარისხის მუდმივი მონიტორინგი უნდა ხორციელდებოდეს: „პერიოდულად უნდა მოხდეს ერთვარი სელექცია, რომელსაც კერძო კომპანია შეასრულებს თუ სახელომწიფო დონეზე გადაწყდება, ეს უკვე ჯანდაცვის სამინისტროს პრეროგატივაა.არსებობს ძვირადღირებული მედიკამენტები, რომლებშიც ადამიანები ფულს ხარჯავენ, მაგრამ არ აქვთ შედეგი. სწორედ ამ ტიპის საკითხებით უნდა დაინტერესდეს ჯანდაცვის სამინისტრო.“

http://commersant.ge

2015.10.29


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006