საქართველოში ორდღიანი ვიზიტით მსოფლიოს პროფესიული სპორტის მედიცინის წარმომადგენლები იმყოფებიან. სასტუმრო „მერიოტში“ რიგით მეხუთე ევროპის რეგიონული კონფერენცია გაიმართა, რომელიც საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციის პრეზიდენტმა გახსნა.
კონფერენციას ექვსი უცხოელი ექსპერტი ესწრებოდა. შეხვედრაზე იტალიელი პროფესორი ფაბიო პიგოციც იმყოფებოდა, რომელმაც სპორტულ მედიცინაში ტრავმატოლოგიისა და კარდიოლოგიის პრობლემებზე ისაუბრა. ექსპერტებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს.
http://www.imedi.ge
2007.06.18