logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    „ამოისუნთქე იმედით“ - ფილტვის იდოპათიური ფიბროზის მსოფლი კვირეული საქართველოშიც აღინიშნება

დარგის სპეციალსიტებმა, პაციენტებმა და სხვა მიმართულების მედიკოსებმა ფილტვის იდოპათიური ფიბროზის (ფიფ) მსოფლიო კვირეულს სპეციალური პრესკონფერენცია მიუღვნეს. მნიშვნელოვანია, რომ შეხვედრა ფიფ დაავადებული პაციენტების კავშირის, საქართველოს რესპირატორთა ასოციაციის და გენეტიკური და იშვიათი დაავადებების საქართველოს ფონდის ეგიდით მოეწყო.
ღონისძიების მიზანი იყო, საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა იშვიათი დაავადების - ფილტვის იდოპათიური ფიბროზის შესახებ, რათა მოხდეს დაავადების დროული დიაგნოსტიკა და შემდგომ მისი სწორი მართვა.
„იმედს ვიტოვებთ, რომ ამ დაავადების მიმართ სულ უფრო აქტიური ყურადღება იქნება გამოჩენილი. დაავადება მიმდინარეობს შეუმჩნევლად, ეტაპობრივად, მუდმივად პროგრესირებადია და აქვე მინდა აღვნიშნო, რომ დროულად დაწყებული მკურნალობის შემთხვევაში ინვალიდობა და სიკვდილიანობა დაახლოებით 43%–დან 48%–მდე მცირდება“, – აღნიშნა საქართველოს რესპირატორთა ასციაციის წარმომადგენელ კახა კვაჭაძემ.
პრესკონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს და სიტყვით გამოვიდნენ : კახა ვაჭარაძე (საქართველოს რესპირატორთა ასოციაცია), ელენე შეროზია (ექიმი-პულმონოლოგი, კლინიკა „დიაკორი“), ოლეგ ქვლივიძე (გენეტიკური და იშვიათი დაავადებების საქართველოს ფონდი) და ელენე სამხარაძე (ფიფ დაავადებულ პაციენტთა კავშირი). ასევე დაესწრნენ იშვიათი დაავადების და რესპირატორთა ორგანიზაციის წარმომადგენლები, ექიმები, პაციენტები და სხვა მოწვეული სტუმრები. განიხილეს დაავადების საფრთხეები და სიმპტომები, აღნიშნეს შესაძლო პრევენციებიც. დასასრულს, სიმბოლურად გაუშვეს საპნის ბუშტები.
კლინიკა “დიაკორი“-ის ექიმ-პუნმონოლოგ ელენე შეროზიის თქმით: ამ დაავადების ადრეული სიმპტომებია საერთო სისუსტე, ოფლიანობა, ადვილად დაღლა, ქრონიკული მშრალი ხველა, ფიზიკური დატვირთვის დროს ქოშინი. ფილტვის იდიოპათიური ფიბროზის სწორი დიაგნოსტირებისთვის 1 წელია საჭირო. შესაბამისად, პაციენტებმა ადრეული სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში ოჯახის ექიმს უნდა მიმართონ.
ფილტვის იდიოპათიური ფიბროზის მსოფლიო კვირეული 2012 წლიდან აღინიშნება და ამ აქტივობას წელს საქართველოც შეუერთდა.
ფილტვის იდიოპათიური ფიბროზის საინფორმაციო კამპანია სლოგანის „ამოისუნთქე იმედით“ ფარგლებში განხორციელდება და მის აუცილებელ ატრიბუტს საპნის ბუშტების გაშვება წარმოადგენს, რომელიც ფიფ-ის სიმბოლოდ იქცა. ჯანმრთელი ადამიანისთვის საპნის ბუშტების გაშვება მხიარულ ემოციებთანაა დაკავშირებული და 1 წამზე ნაკლები სჭირდება, თუმცა ფიფ-ით დაავადებული პაციენტებისთვის ეს ერთი შეხედვით მარტივი აქტივობა, ძალზედ რთულად შესასრულებელი შეიძლება აღმოჩნდეს. კვირეულისა და კამპანიის მიზანია, დაავადების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის ამაღლება, ფიფ პაციენტებისა და მათი ახლობლების მხარდაჭერა, რათა მოხდეს დაავადებით დროული დიაგნოსტიკა და შემდგომში მისი სწორი მართვა
ფილტვის იდიოპათიური ფიბროზი ფილტვის იშვიათი, პროგრესირებადი, შეუქცევადი დაავადებაა, რომელიც სიკვდილობის უფრო მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა, ვიდრე ავთვისებიანი სიმსივნეების უმრავლესობა. ფილტვის იდიოპათიური ფიბროზიანი პაციენტების ნახევარი იღუპება დიაგნოზის დასმიდან 2-5 წელიწადში.
არასპეციფიური სიმპტომატიკის გამო ფილტვის იდიოპათიური ფიბროზის დიაგნოსტიკა რთულია. ფიფ პაციენტების ნახევარი დიაგნოსტირებული არ არის, ნახევარს კი არასწორად აქვს დასმული დიაგნოზი. ადრეული დიაგნოსტიკა და ადრე დაწყებული ადექვატური მკურნალობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია დაავადების გამოსავლისთვის.
2011 წლამდე ფიფ-ის ნებადართული თერაპია არ არსებობდა. დღესდღეობით ფიფ-ის სამკურნალოდ მოწოდებულია ანტიფიბროზული მედიკამენტები, რომელიც დაავადების პროგრესირებას 43%-ით, ხოლო სიკვდილობას 49%-ით ამცირებს.
თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ საერთაშორისო მონაცემებით დიაგნოსტირებული პაციენტების 60% არ იღებს ადექვატურ მკურნალობას, რაც ართულებს დაავადების მიმდინარეობას და ზრდის სიკვდილობის მაჩვენებელს. საქართველოში სტატისტიკური მონაცემები არ არსებობს, თუმცა სავარაუდოდ მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმეა.
სწორედ ამიტომ ფიფ-ის საინფორმაციო კამპანია მიზნად ისახავს დიაგნოსტირების გაუმჯობესებასა და ანტიფიბროზულ თერაპიაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას საქართველოში, რის შედეგადაც ფიფ-ით დაავადებული პაციენტების სიკვდილობის რისკი თითქმის განახევრდება, ცხოვრების ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება. და რაც მთავარია, „ამოისუნთქავენ იმედით.“

http://www.info9.ge

2015.10.20


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006