logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    კარგი ჯენერიკი, რომელიც ლაბორატორიაში ხარისხის კონტროლს გადის, იგივე მოქმედებისაა, როგორც ბრენდული პრეპარატი

ჯანდაცვის სამინისტრო მედიკამენტების ხარისხის კონტროლის კუთხით ახალი სტანდარტის დამკვიდრებას გეგმავს. შრომის, ჯანმრთელობისა და და სოციალური დაცვის მინისტრს ბ-ნ დავით სერგეენკოს მიაჩნია, რომ ჯენერიკების სეგმენტის გაფართოება აუცილებელი პირობაა იმისათვის, რომ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდოს, და მეტი სტიმული ადგილობრივ წარმოებას მიეცეს.

თუმცა, იმისათვის, რომ ზემოთ აღნიშნული განხორციელდეს აუცილებელია მედიკამენტის ხარისხის კონტროლის მწყობრი სისტემის ამუშავება, რაზეც ჯანდაცვის სამინისტროში ინტენსიური მუშაობა უკვე დაწყებულია და რეალური შედეგები ცნობილი მალე გახდება.

„ჯენერიკი გახლავთ იგივე მედიკამენტი, რაც ბრენდი, როგორც მას უწოდებენ – მისი შემადგენლობა იგივეა, რაც ბრენდის. უბრალოდ, ჯენერიკის გამოცემის უფლება გაიცემა მას შემდეგ, რაც ბრენდის ნაყიდ პატენტს ვადა გასდის.
ეს არის ე.წ. პატენტის დაცვის საერთაშორისო მექანიზმი, ანუ ბრენდის ჯენერიკს ვერ აწარმოებს ვერავინ, თუ მას არ გაუვა პატენტი. ერთადერთი გამონაკლისი გაკეთდა ოთხმოცდაათიანი წლების ბოლოს, როდესაც შიდსის მედიკამენტებზე დაუშვეს ჯენერიკები.
ამდენად კარგი ჯენერიკი, რომელიც შესაბამის ლაბორატორიაში ხარისხის კონტროლს გადის, იგივე მოქმედებისაა, როგორც ბრენდული პრეპარატი,“ – განმარტვავს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე.

გამყრელიძის განცხადებით, აუცილებელია ქვეყანაში შესაბამისი ხარისხის კონტროლის სამსახურის შექმნა, რათა შექმნილი პრობლემა მოგვარდეს: „ზოგადად, მსოფლიო პრაქტიკაა, რომ რეცეპტის გამოწერისას იწერება სწორედ ჯენერიკი მედიკამენტები. ამიტომ, ამ პროექტზე სამინისტრო მუშაობს და ვფიქრობ, რომ მიმდინარე წლის ბოლოს გარკვეული სტრატეგია დაიდება.“

რაც შეეხება ზოგადად მედიკამენტების ფასებს, გამყარელიძე აღნიშნვს და მიაჩნია, რომ წამალი ვერც ერთ ქვეყანაში არ არის და ვერ იქნება იაფი. „ერთი ახალი წამლის შექმნა დაახლოებით მილიარდი დოლარი ჯდება და მას სჭირდება საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდი – 8-14 წელი.
პრობლემა სხვა მიმართულებით უნდა დარეგულირდეს, სისტემა უნდა იყოს გამართული და კონტროლირებადი, რომლის ჩამოყალიბებაზეც მუშაობა უკვე მიმდინარეობს – წამლის ყიდვა და ამ მიმართულებით გაწეული დანახარჯი მოქალაქისთვის არ იყოს კატასტროფული, ანუ მოსახლეობა იყოს მსყიდველუნარიანი“, – ამბობს ამირან გამყრელიძე.

 

http://droni.ge

2015.10.21


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006