logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    რატომ არის საჭირო მედიკამენტებზე სახელმწიფო სუბსიდირება

მედიკამენტებზე ფასები გაიზარდა, რაც სოციალურად შეჭირვებული მოსახლეობისთვის განსაკუთრებით მძიმე ტვირთი აღმოჩნდა. ხშირად პაციენტები საჭირო მედიკამენტების შეძენას ვერ ახერხებენ, მიუხედავად იმისა, რომ  მათ ექიმთან ვიზიტი და დიაგნოზის გაგება, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში სრულიად უსასყიდლოდ ან 70%–იანი სახელმწიფოს თანადაფინანსებით შეუძლიათ.

როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, საქართველოს მოსახლეობისათვის ერთ–ერთ აქტუალურ პრობლემად მაღალი ფასის გამო მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა რჩება. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო გამოყოფს განსაზღვრულ თანხებს გარკვეული კატეგორიის მოსახლეობისათვის მედიკამენტების შესაძენად, თუმცა ეს ხშირად საკმარისი არაა. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა ამ ქვეპროგრამების მოდიფიკაციაზე „რეიმბურსაციის პროექტში“ ანუ მკურნალობისათვის აუცილებელი კონკრეტული წამლების ღირებულებების კომპენსაციაზე. 

რატომ არის საჭირო მედიკამენტებზე სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდირება და როგორია ამ საკითხთან დაკავშირებით ევროპული გამოცდილება, ამ და სხვა საკითხებზე ჯანდაცვის სამინისტროს კონტრაქტორი საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია „გლობალური ალიანსის“ ექსპერტმა ელენა კიცაპმა ისაუბრა.

„თავის დროზე, „რეიმბურსაციის მექანიზმი“ შეიქმნა სამკურნალო საშუალებების შეძენის შედეგად წარმოშობილი ფინანსური ტვირთის შესამცირებლად და მასთან ერთად, მათი რაციონალური გამოყენების გასაუმჯობესებლად, მაგრამ არა მარტო გამოყენების, არამედ ექიმის მიერ გამოწერილი წამლების კონტროლისათვისაც.

რაც შეეხება იმას, თუ რომელი წამლები უნდა მოხვდეს „რეიმბურსაციას“ დაქვემდებარებულ სიაში, უპირველესად ეს არის წამლები, რომლებიც გაიცემა მხოლოდ რეცეპტით. ისეთი პრეპარატები, როგორებიცაა „ბრილიანტის მწვანე“ და სხვა ამგვარი სამკურნალო საშუალებები ამ სიაში ვერ მოხვდება. ე.ი. აუცილებელია იმის დამამტკიცებელი საბუთი, რომ ეს წამლები რეალურად არის აუცილებელი. ამასთან, ეს უნდა იყოს წამლები, ხელმისაწვდომი ფასით და უნდა დაამტკიცონ თავის ეფექტურობა წლების განმავლობაში. არსებობს კონკრეტული რეკომენდაციაები, რომლეთა თანახმადაც ზემოაღნიშნულ სიაში ჩაერთოს ის ახალი სამკურნალო საშუალებები, რომლებიც ძვირადღირებულია. უნდა აღინიშნოს, რომ  რეიმბურსაციისას საუბარია მხოლოდ იმ პრეპარატებზე, რომლებიც ამბულატორიულ პირობებში გამოიყენება. იმ მედიკამენტებზე კი, რომლებიც საავადმყოფოებში გაიცემა, რეიმბურსაციის მექანიზმის გამოყენება არ შეიძლება – აქ უნდა მოქმედებდეს სხვა, განსხვავებული სისტემა ციფრული მანიპულაციების თავიდან ასაცილებლად.

თუ შევხედავთ განვითარებულ ქვეყნებს, მათ რეიმბურსაციის პოზიტიური ფურცელი პრაქტიკულად, ბაზარზე არსებული წამლების 90%–ზე აქვთ, ხოლო დარჩენილი 10%, რომლის კომპენსაციასაც არ იძლევიან, ესენია ხველების საწინააღმდეგო სიროფები და ა.შ. განვითარებადი ქვეყნების შემთხვევაში კი, როგორიც, მაგალითად, საქართველოა, რეკომენდაციას ვაძლევთ ეს სია უფრო მეტად შემცირდეს. მთავარია, წამლები იყოს ხარისხიანი, ეფექტური და ხელმისაწვდომი მოსახლეობისთვის. ამასთანავე, მათ უნდა დაფარონ ქრონიკული დაავადებების ძირითადი ნოზოლოგიები.

მკურნალობისათვის აუცილებელი კონკრეტული მედიკამენტების ღირებულებების კომპენსაციის პროგრამის ერთ–ერთი ძირითადი ამოცანა იმ ადამიანების დახმარებაა რომლებმაც სისტემატურად უნდა მიიღონ წამლები. მაგალითად ქრონიკული დაავადებების დროს. ჩვენ არ უნდა დავუშვათ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება, რომელიც შემდგომ მიგვიყვანს ინვალიდობამდე, ჰოსპიტალიზაციამდე ან გარდაცვალებამდე. ასეთ შემთხვევებში მკურნალობისას, სახელმწიფო ხარჯები დიდი იქნება. ამასთან. რეიმბურსაცია, გარკვეულწილად, პირველადი პრევენციის ფუნქციასაც ასრულებს. მაგალითად, ჰიპერტონიკების სისტემატური კონტროლი საშუალებას მოგვცემს შევამციროთ ინსულტის ალბათობა (ამ შემთხვევაში ადამიანი ხშირად ინვალიდდება, რომელსაც უნდა მივცეთ პენსია, წამლები, რომლებიც უკვე ვეღარ შეძლებენ დაუბრუნონ ავადმყოფს ჯანმრთელობა  და ა.შ.) და თავიდან ავიცილოთ შემდგომი გართულებები. პირველი, რაც უნდა მოხდეს ასეთი წამლების ჩამონათვალში, ეს არის ანტიჰიპერტენზიული საშუალებები, რომელთა სარგებლიანობა დამტკიცებულია როგორც თერაპიული, ისე ღირებულების ეფექტურობის მხრივ. 

ექსპერტის თქმით, თავიდან რეიმბურსაციის მექანიზმი გათვალიწინებული უნდა იყოს მხოლოდ მოსახლეობის სოციალურად დაუცველი ფენებისთვის, რადგან ბიუჯეტი ლიმიტირებულია. უნდა დავიწყოთ, განსაკუთრებული მოქალაქეთა კატეგორიით, მაგალითად, პენსიონერებითა და უმწეოებით. იმ ადამიანებს, ვისაც აქვთ შემოსავალი და შესაძლებლობა, ჰქონდეთ კერძო სამედიცინო დაზღვევა, შეუძლიათ ისარგებლონ კერძო სადაზღვეო კომპანიების პოლისებით, რომლებიც, როგორც წესი, ითვალისწინებენ სამკურნალო საშუალებების ნაწილობრივ ანაზღაურებას. შეჭირვეული მოსახლეობისთვის კი წვდომა ყველაზე აუცილებელ მედიკამენტებზე უნდა უზრუნველყოს სახელმწიფომ. არის ქვეყნები, სადაც ერთბაშად და დიდი მოცულობით ხდება რეიმბურსაციის პროგრამის ამოქმედება. შედეგად, შესაძლოა, გაჩნდეს ფინანსური საშუალებების დეფიციტი.

ელენა კიცაპი აღნიშნავს, რომ მედიკამენტების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით, ასევე უნდა აღინიშნოს ფასების რეგლამენტირება. მსოფლიო პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ფასების რეგლამენტირება, პირველ რიგში, იმ მედიკამენტებზე ხდება, რომლებიც „რეიმბურსაციის“ პროგრამაში არიან ჩართული. ესე იგი იქ, სადაც არის სახელმწიფოს ინტერესები, აუცილებლად ზუსტად უნდა ვიცოდეთ, რისთვის და რამდენს გადავიხდით, წინასწარ უნდა დაიგეგმოს რა ფასით ვხელმძღვანელობთ. შესაძლოა, აქ საჭირო გახდეს ცვლილებები კანონმდებლობაშიც. 

ექსპერტის თქმით, როდესაც ვსაუბრობთ ხარისხზე, უნდა აღინიშნოს, რომ სწორია მიდგომა, რომ ხარისხის დამატებით კონტროლს აღარ საჭიროებს ევროკავშირის ქვეყნებში და აშშ–ში დარეგისტრირებული მედიკამენტები. ეს მსოფლიო პრაქტიკაა და ამდენად, მათ აქვთ GMP სერთიფიკატი, რომელიც ეხება ფარმაცევტული პროდუქციის წარმოებას და რომელიც მოწმობს, რომ მედიკამენტი ნამდვილად ხარისხიანია.

იმ ქვეყნებში, რომლებმაც მოაწერეს ხელი შეთანხმებას ევროკავშირთან ასოცირების შესახებ, შემოღებული უნდა იქნას GSP სტანდარტი ფარმაცევტული პროდუქტის ტრანსპორტირებასა და შენახვაზე, GDP სტანდარტები საბითუმო გადამზიდველებისთვის და GPP – აფთიაქებისთვის. თუკი ეს სტანდარტები ამოქმედდება, სიტუაცია ბევრად გაუმჯობესდება.

http://commersant.ge

2015.10.13


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006