logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის მკურნალობას სახელმწიფო ეტაპობრივად თავის თავზე აიღებს

საქართველოში შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან საბრძოლველად "გლობალური ფონდის" დაფინანსებას ეტაპობრივად სახელმწიფო ჩაანაცვლებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს სასტუმრო "რედისონში" შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ და "გლობალური ფონდის" აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ დაიბლმა მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონია საერთაშორისო ფორუმის პარალელურად მოხდა, რომლის მიზანია "გლობალური ფონდის" მიერ შემოღებული დაფინანსებიდან ეროვნულ დონეზე აღნიშნული დაავადების მკურნალობის პროგრამის დაფინანსების ახალ მოდელზე გადასვლა. საერთაშორისო კონფერენცია სამდღიანია და მასში 30 ქვეყნის 300-ზე მეტი დელეგატი მონაწილეობს.
მემორანდუმის გაფორმების მნიშვნელობასთან დაკავშირებით პრესკონფერენციაც გაიმართა, რომელშიც დავით სერგეენკოსა და მარკ დაიბლის გარდა "ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელის" წარმომადგენელი კოკა ლაბარტყავაც მონაწილეობდა.
მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, მემორანდუმი წარმოადგენს საბანკო ხელშეკრულებას, რომლითაც მომავალი სამი წლის განმავლობაში სახელმწიფო თანდათან თავის თავზე აიღებს აივ ინფექცია შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის დაავადებების მკურნალობის დაფინანსებას და ამაში იგი "გლობალური ფონდის" დაფინანსებას ჩაანაცვლებს.
"მემორანდუმი ეს არის ახალი საბანკო ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრება უახლესი ორ წელიწადზე მეტი პერიოდის განმავლობაში დაფინანსება. დაფინანსების გრაფიკი დინამიურია. იზრდება სახელმწიფო დაფინანსების წილი და პროპორციულად მცირდება გლობალური ფონდის. ასე, რომ სამი წლის თავზე სახელმწიფო სრულად უზრუნველყოფს ამ სამივე პროგრამის მართვას. თანხობრივად ეს შეადგენს 50 მლნ-ზე მეტს. რაც შეეხება წილადობრივ ზრდას, ეს არის დაწყებული 5%-დან 75%-მდე და სამი წლის შემდეგ სახელმწიფოს წილი 100% იქნება", _ დასძინა სერგეენკომ.
როგორც ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და პროგრამების სამმართველოს უფროსმა ეკატერინე ადამიამ განუცხადა, "გლობალური ფონდი" აივ ინფექცია შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის დაავადებების მკურნალობის პროგრამებს საქართველოში სავარაუდოდ 2006 წლიდან აფინასებს და ამ მიზნით დაახლოებით 100 მლნ ლარია დახარჯული.
გასულ წელს მარტო ტუბერკულოზის პროგრამით 25 ათასმა დაავადებულმა ისარგებლა.

http://www.interpressnews.ge

2015.09.30


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006