logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ინსულტის მსოფლიო ორგანიზაციის მე-6 კონფერენცია გაიმართება

ინსულტის მსოფლიო ორგანიზაციის მე-6 კონფერენცია "თბილისი 2015: ინსულტის პრევენცია, დიაგნოზირება და მკურნალობა" 25 სექტემბერს გაიმართება.
ღონისძიებას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ხელმძღვანელი მარინე ჩიტაშვილი, ქართველი და უცხოელი ნევროლოგები დაესწრებიან.
"ცერებრული ინსულტის პრობლემა უაღრესად აქტუალურია, რადგანაც იგი მეორე ადგილზეა მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ, როგორც მოზრდილთა სიკვდილობის მიზეზი და უდავო ლიდერია, როგორც ფუნქციური უნარშეზღუდულობის და მყარი ინვალიდობის გამომწვევი დაავადება. განსაკუთრებით მაღალია ინსულტის სოციალურ-ეკონომიკური ტვირთი საზოგადოებაზე - განვითარებულ ქვეყნებში ინსულტით გამოწვეული წლიური ეკონომიკური ზარალი რამოდენიმე ათეულ მილიარდ დოლარს აღწევს. არანაკლებ აქტუალურია ინსულტის პრობლემა საქართველოში და სამხრეთ კავკასიის რეგიონში", - აცხადებენ ორგანიზატორები.
სახელმწიფო უნივერსიტეტის ცნობით, პრობლემის აქტუალობიდან გამომდინარე, ინსულტის მსოფლიო ორგანიზაციის ეგიდით თბილისში უკვე მეექვსედ (ყოველ 3 წელიწადში ერთხელ) იმართება საერთაშორისო კონფერენცია. ღონისძიების ორგანიზატორები არიან თსუ მედიცინის ფაკულტეტი, საქართველოს ინსულტის ასოციაციის და პეტრე სარაჯიშვილის სახელობის ნევროლოგიის ინსტიტუტი. კონფერენცია ეძღვნება დაავადების პრევენციის, დიაგნოსტიკის და მკურნალობის აქტუალურ საკითხებს. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ 20-ზე მეტი ქვეყნის (აშშ-ის, გერმანიის ფედერაციული რეპუბლიკის, ისრაელის, უნგრეთის, იტალიის, კანადის, პორტუგალიის, შვედეთის, თურქეთის, ესპანეთის, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთის, ხორვატიის, საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, უკრაინის, უზბეკეთის, თურქმენეთის) სხვადასხვა უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტებისა და სამედიცინო ცენტრების ინსულტის დარგში მოღვაწე წამყვანი მეცნიერ-მკვლევრები და ცნობილი ექიმ-ნევროლოგები.
სამდღიანი კონფერენცია დაფინანსებულია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ.
ინსულტის მსოფლიო ორგანიზაციის მე-6 კონფერენცია სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში" 09:00 საათზე გაიმართება.

http://www.interpressnews.ge

2015.09.25


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006