logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ნარკომანია - კანონის სუბიექტები და კანონის შემოქმედები

ნარკოტიკული საშუალებებიდან დღეს ყველაზე გავრცელებულია: ოპიუმი, მეტადონი, მორფინი, ჰეროინი, სუბოტექსი, ჰაშიში, კანაფი... ჩამოთვლილი ნარკოტიკული ნივთიერებების ნაწილი ინექციის სახით მოიხმარება, ნაწილი კი მოსაწევ საშუალებებს მიეკუთვნება. არსებობს მესამე კატეგორიაც - ნარკოტიკული აბები, რომლებსაც, ძირითადად, სამედიცინო დანიშნულება და ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი აქვს. ასეთებია, მაგალითად: პრომიდოლი, პარკაპინი, ციკლადოლი...
საქართველოში დღეს ნარკოტიკების შოვნა ძნელი არ არის. როგორც ირკვევა, ადგილობრივი წარმოების ნარკოტიკული ნივთიერებებიც ბევრია და უცხოეთიდან შემოტანილიც.
ყველა ნარკოტიკს თავისი დანიშნულება აქვს და მათი “ღირსება” “კაიფის” ხანგრძლივობით ფასდება. ნარკოტიკების “მეფედ” კი, ბევრი მომხმარებელი ოპიუმს ასახელებს.
მომხმარებელთა თქმით, ერთი გრამი სუფთა ოპიუმი ათ კაცს ჰყოფნის იმ შემთხვევაში, თუ ისინი საშუალო დონის მომხმარებლები არიან. ასეთივეა ჰეროინიც. სუბოტექსს რაც შეეხება: მისი ტაბლეტები იფშვნება და წყალში იხსნება. ერთი აბი სუბოტექსი 7-8 კაცს იმ შემთხვევაში ეყოფა, თუ ისინი პასიური მომხმარებლები არიან. თუ არა და, ერთ ტაბლეტს ორი კაცი მოიხმარს. სუბოტექსი სხვა ნარკოტიკებისგან იმითაც განსხვავდება, რომ გადაჭარბებული დოზით მისი მიღება სიკვდილს არ იწვევს. ამდენად, ნაკლებად სახიფათოა. ოპიუმისა და ჰეროინის თუ დიდი დოზით მიღება კი ძალზე სახიფათოა.
მომხმარებელთა აზრით, ნარკორეალიზატორების უმეტესობას პოლიციის თანამშრომლები და ჩინოვნიკები თავად მფარველობენ. საწინააღმდეგო შემთხვევაში ისინი ვერ განახორციელებენ თავიანთ საქმიანობას.
ნარკოტიკული ნივთიერებების “თბილისური ფასები” ასეთია:
ერთი მილიგრამი ოპიუმის ფასი 150-200 დოლარის ფარგლებში მერყეობს;
ერთი ამპულა მორფინი 15 ლარი ღირს (ერთი კაცის დოზა 2-3 ამპულაა);
ერთი მილიგრამი მეტადონი - 500 დოლარი და მეტი;
ერთი მილიგრამი ჰეროინი საშუალოდ - 100-120 დოლარი;
ერთი ტაბლეტი სუბოტექსი - 220 ლარი.
ნარკომანია ბოლო დროს იმდენად მასშტაბური გახდა, რომ ხელისუფლების ყურადღებაც მიიქცია. “ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” - ასე ჰქვია კანონპროექტს, რომელიც პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა 11 ივნისს განიხილა.
კანონის მიზანი თავად კანონპროექტში ასეა განმარტებული:
ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა; ნარკოტიკების გავრცელების თავიდან აცილება; კერძო, საზოგადოებრივი და სახელმწიფო ინტერესების დაცვა ნარკოტიკული საშუალებების გამსაღებელთა და ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობთა ხელყოფისგან; ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისა და გავრცელების პრევენცია.
ნარკოლოგიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი გელა ლეჟავა ამბობს: “ახალი კანონპროექტი ნარკომანიასთან დაკავშირებით სასჯელად ქონების კონფისკაციას და ადმინისტრაციულ ჯარიმას ითვალისწინებს. ვფიქრობ, ეს თანხა ნარკომანიასთან ბრძოლას უნდა მოხმარდეს. აუცილებლად უნდა გაეზარდოთ ხელფასი მათ, ვინც უშუალოდ ნარკომანიას ებრძვის.
არ შეიძლება, რომ ნარკომანს მხოლოდ სასჯელის ენით ვესაუბროთ. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ის არის ავადმყოფიც. ამიტომ ჩვენ მას, მინიმუმ, ერთხელ მაინც უნდა ვუმკურნალოთ. ნარკომანის მკურნალობა ძალიან ძვირი ღირს. ათას კაცზე მილიონ ორასი ათასი ჯდება, ძალიან ძვირია. ამიტომ ჩვენ უნდა მოვიხმაროთ ის ფული, რომელიც ამ სფეროდან ჯარიმის სახით შემოვა. თუ ამ საქმეში ფული არ ჩაიდო და ხაზინაში წავიდა, ნარკომანი ნარკომანად დარჩება, პრობლემაც არ მოგვარდება”.

http://მადლენ მაჭარაშვილი

2007.06.15


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006