logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    „ჯი-პი-სი“ მედიკამენტებზე ფასის მომატებას ამ ეტაპზე არ გეგმავს

ფარმაცევტული კომპანია „ჯი-პი-სი“ მედიკამენტებზე ფასის მომატებას არ აპირებს. ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა დავით კილაძემ განაცხადა.
დავით კილაძის თქმით, ლარის დევალვაციამ მის ბიზნესზე უარყოფითი გავლენა იქონია, თუმცა კადრების შემცირებას მაინც არ აპირებს.
- ცხადია, ლარის დევალვაცია კარგ შედეგს არასდროს იძლევა. თუმცა, ეკონომიკის მინისტრისგან საინტერესო და პოზიტიური მესიჯები გაჟღერდა. უახლოეს მომავალში ლარის კურსის შემცირებასა და გამყარებას უნდა ველოდეთ. მართალია, იმპორტი და ექსპორტი შემცირებულია, მაგრამ აპრილიდან ქვეყანა ვალუტის გადინებას ზოგავს. ჩემი აზრით, ლარის კურსის დაწევა პანიკის შედეგი უფრო არის. ამიტომ, ასეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანია მთავრობისგან და კერძო სექტორისგანაც პოზიტიური მესიჯების მიწოდება. ჩვენს კომპანიაში იმპორტი შემცირდა, ისევე როგორც სხვა დანარჩენ ბიზნესში. თუმცა, კადრების შემცირებას არ ვაპირებთ. კომპანია ისევე ფუნქციონირებს, როგორც ადრე.
„ჯი-პი-სი“ მედიკამენტებზე ფასის გაზრდას არ გეგმავს, მიუხედავად არსებული დევალვაციისა. წლებია, რაც ქსელი „ჯენერიკ“ მედიკამენტების დანერგვას ცდილობს, რადგან ამ გზით შესაძლებელია, მოსახლეობისთვის მედიკამენტზე წვდომა გაიზარდოს, ხოლო ვალუტის დევალვაციამ მძაფრი გავლენა არ იქონიოს.
კომპანია,სავარაუდოდ, 1 წელში უცხოელ პარტიორებთან ერთად საქართველოში მედიკამენტების წარმოებას დაიწყებს. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო ჯგუფის მედიკამენტები. საუბარია ბიოტექნოლოგიურ მედიკამენტებზე, რომელიც მაღალტექნოლოგიური პროდუქტია.
ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივაზე - გარკვეული კატეგორიისთვის მედიკამენტების თანადაფინანსებასთან დაკავშირებით, ბ-ნი დავითი აღნიშნავს, რომ მთელს მსოფლიოში არსებობს ასეთი სისტემა, როდესაც კერძო სადაზღვევო კომპანიები თუ სახელმწიფო ამას ახორციელებენ. ეს პოზიტიური მოვლენაა, მაგრამ მნიშვნელოვანია ერთი გარემოება - როდესაც ასეთი გადაწყვეტილება მიიღება, იქ წამლის ხარისხთან მიმართებაში კითხვის ნიშანი არ უნდა ისმოდეს. წამლის ხარისხიანობა რომ დადგინდეს, ამისთვის მთელი რიგი კვლევები არსებობს. როცა ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილებულია, მაშინ ძალიან ჯანსაღი მოვლენაა, რომ თანადაფინანსების განხორციელებას ხელი შეეწყოს.

სალომე გოგოხია

http://bpn.ge

2015.09.18


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006