logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ცაგერისა და ამბროლაურის კლინიკებს სამედიცინო აღჭურვილობა გადაეცათ

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ზაზა სოფრომაძემ ცაგერისა და ამბროლაურის სამედიცინო ცენტრების სამშობიაროებს ახალი სამედიცინო აღჭურვილობა გადასცა. აღჭურვილობა შეძენილ იქნა USAID-ის პროექტის ,,ჯონ-სნოუ-ინკის" (JSI) მიერ პერინატალური სამსახურების რეგიონალიზაციის პილოტური პროექტის ფარგლებში და შედგება მშობიარე ქალებისთვის ფუნქციონალური საწოლების, ახალშობილთა გამათბობლებისა და სამშობიარო ბლოკისათვის საჭირო სხვა მოწყობილობებისგან, რომელიც აუცილებელია უსაფრთხო და ხარისხიანი სამედიცინო სერვისის განსახორციელებლად და შეესაბამება რეგიონალიზაციის I დონის დაწესებულების სტანდარტს.

ქვეყანაში დედათა და ბავშვთა ავადობისა და სიკვდილობის შემცირება სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა. ამ მიზნით მიმდინარეობს პერინატალური სერვისების ხარისხის გაუმჯობესების ღონისძიებების გატარება, რაც გულისხმობს პერინატალური სერვისების შეფასებას, ეფექტური პერინატალური სერვისების პრაქტიკის ხელშეწყობას, სერვისების რეგიონალიზაციის (დონეებად დაყოფა) გეგმის შემუშავებას.

საერთაშორისო მტკიცებულებებზე დაყრდნობით, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შემდგომი გაუმჯობესებისათვის, სახელმწიფოს მიერ მიზანშეწონილად ჩაითვალა პერინატალური სერვისების რეგიონალიზაციის სისტემის ამოქმედება. აღნიშნულიდან გამომდინარე, USAID-ის პროექტის ,,ჯონ-სნოუ-ინკის" (JSI) რეკომენდაციების გათვალისწინებით, განხორციელდა არსებული პერინატალური მოვლის სისტემის შესწავლა და მომზადდა მექანიზმი, რომლის ფარგლებშიც ყველა პერინატალური სერვისის მიმწოდებელი დაწესებულება საქართველოში დაექვემდებარება განსაზღვრული კრიტერიუმებით შეფასებას, რაც მისთვის პერინატალური მოვლის სათანადო დონის მინიჭების საფუძველი იქნება.

სამინისტრო იმედოვნებს რეგიონალიზაციის პილოტური პროექტი წარმატებით განხორციელდება, რასაც მისი შემდგომი გაფართოება და ქვეყნის მასშტაბით გავრცელება მოყვება. ყოველივე ეს კი ხელს შეუწყობს პერინატალური სერვისების ხარისხისა გაუმჯობესებას, შედეგად კი დედათა და ბავშვთა სიკვდილობის შემცირებას.

http://www.moh.gov.ge

2015.09.14


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006