logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    უზრუნველყავით საზოგადოების დაცვა ვაქცინაციით მართვადი დაავადებებისაგან

2015-2016 სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ გადამდები დაავადებების აფეთქების ან ფართოდ გავრცელების, ასევე ეპიდემიის დაწყების  თავიდან აცილების მიზნით,  საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა ადამიანმა უნდა

ჩაიტაროს ვაქცინაცია (სამედიცინო უკუჩვენებების არარსებობის შემთხვევაში)  რომელიც აუცილებელია  როგორც საკუთარი, ასევე სხვა პირის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საფრთხის თავიდან ასაცილებლად .

აღნიშნულიდან გამომდინარე, წითელას  და ასევე, სხვა ვაქცინაციით მართვადი  დაავადებების (დიფთერია, ტეტანუსი, ყივანახველა,  პოლიომიელიტი, წითურა, ყბაყურა) პრევენციის მიზნით, თქვენი კომპეტენციის ფარგლებში საგანმანათლებლო, სააღმზრდელო, საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებების სათანადო პერსონალმა,     გთხოვთ უზრუნველყოთ:

- აღსაზრდელებისა და მოსწავლეების მისაღებად  დამტკიცებული  დოკუმენტაციის ჩამონათვალში, კონკრეტულად ფორმა 100/ა  „ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ“,  პუნქტში,  „ინფორმაცია ჩატარებული პროფილაქტიკური აცრების შესახებ“ მონაცემების გადამოწმება ასაკობრივად ჩატარებული პროფილაქტიკური აცრების შესახებ და აცრების არ ჩატარების/გადავადების შემთხვევაში,  მიზეზი/ სამედიცინო უკუჩვენება, თუ რის საფუძველზე არ ჩატარდა კონკრეტული აცრა;

- სააღმზრდელო დაწესებულებებში (ბაღებში) სათანადო პერსონალის მიერ   მოხდეს აღსაზრდელის აცრის სტატუსის გადამოწმება და მშობლისათვის ინფორმაციის მიწოდება ჩასატარებელი პროფილაქტიკური აცრების შესახებ;

 -  ეპიდჩვენებით აცრების ჩატარების,  ეპიდემიური აფეთქებების და/ან ეპიდემიების დროს მაქსიმალური მხარდაჭერა გაუწიოთ ტერიტორიულ  რაიონულ/მუნიციპალურ საზოგადოებრივი ჯანდაცის ცენტრებს საგანმანათლებლო, სააღმზრდელო, საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში ვაქცინაციისა და სხვა აუცილებელი პროფილაქტიკური ღონისძიებების გასატარებლად;

- მშობლებმა დროულად უზრუნველყონ ბავშვის ვაქცინაციის სტატუსის გადამოწმება და ასაკის შესაბამისი აცრების ჩატარება შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში;

-  ასევე  აცრების შესახებ სათანადო ინფორმაციის  წარდგენა  საგანმანათლებლო, სააღმზრდელო, საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებების  მოთხოვნის შესაბამისად.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე  მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე  წითელას მასიური გავრცელების პრევენციის მიზნით ხორციელდება 30  წლამდე ასაკის არავაქცინირებული  პირების ერთჯერადი უფასო ვაქცინაცია წითელა-წითურა-ყბაყურას საწინააღმდეგო ვაქცინით.

საქართველოში იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გამოიყენება მხოლოდ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებული  და პრეკვალიფიცირებული ვაქცინები. აქედან გამომდინარე, ყველა ვაქცინა, მიუხედავად მწარმოებელი ქვეყნისა და/ან კომპანიისა, გამოირჩევა მაღალი ეფექტურობისა და უსაფრთხოების მაჩვენებლით.

შეგახსენებთ, რომ  აცრები  უფასოა, რადგან ამ ვაქცინის ღირებულებას სრულად ფარავს სახელწიფო იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში.

http://www.ncdc.ge

2015.09.11


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006