logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ნანა შაშიაშვილი: მოწმდება იმ მწარმოებელი ქვეყნების მედიკამენტები, სადაც არ არის დანერგილი საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტები

სამკურნალო საშუალებების აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოში იმპორტირებულია.  კანონის მიხედვით, მედიკამენტები შესაბამის კონტროლს უნდა გადიოდეს ხარისხსა და შენახვის ნორმებზე. ამ საკითხთან დაკავშირებით, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ფარმაცევტული საქმიანობის  დეპარტამენტის ინსპექტირების სამმართველოს უფროსი ნანა შაშიაშვილი საუბრობს:

„ფარმაცევტულ სფეროში კონტროლის მექანიზმები შეგვიძლია პირობითად დავყოთ ორ ჯგუფად: ეს არის პოსტ-რეგისტრაციული და რეგისტრაციამდელი პერიოდის დროს განხორციელებული კონტროლის მექანიზმები. რეგისტრაციამდე, ანუ საქართველოს ბაზარზე დაშვებამდე არსებობს მექანიზმები, რომლებიც ითვალისწინებს წამლის რეგისტრაციის სახელმწიფო კონტროლს. ამ დროს წარმოდგენილმა დოკუმენტაციამ უნდა გაიაროს ექსპერტიზის კონტროლი და მხოლოდ ამის შემდეგ  ხდება მისი საქართველოს ბაზარზე დაშვება.

ამის შემდეგ ხდება სანებართვო პირობების დაკმაყოფილების შესაბამისობაზე კონტროლი წარმოებისა და სააფთიაქო პირობებში, სანიტარულ-ჰიგიენურ-ტექნიკური პირობების დაცვაზე კონტროლი, თუ რამდენად სწორად ხდება მედიკამენტების შენახვა,ბ აღრიცხვა და გაცემა. ყოველწლიურად ხდება გარკვეული რაოდენობის მედიკამენტების შეძენა  და მათი ვიზუალური კონტროლი, ხოლო გარკვეული რისკის არსებობის შემთხვევაში მედიკამენტები გადაეგზავნება ლაბორატორიას. დღეის მდგომარეობით წამლის ხარისხის შესაფასებლად რეგულირების სააგენტოს გაფორმებული აქვს ხელშეკრულება სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროსთან, სადაც ხორციელდება წამლის ლაბორატორიული შემოწმება", - აცხადებს შაშიაშვილი.

მისი თქმით, ძირითადად ლაბორატორიაში შესამოწმებლად მიდის იმ მწარმოებელი ქვეყნების მედიკამენტები,  სადაც არ არის დანერგილი საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტები და წესები, თუმცა ლაბორატორიულ და ვიზუალურ კონტროლს ექვემდებარება ყველა მედიკამენტი.

ნანა შაშიაშვილმა ასევე ისაუბრა მედიკამენტის ხარისხთან დაკავშირებულ დარღვევებსა და წამლების ფასზე.

„რაც შეეხება დარღვევებს, ეს შეიძლება იყოს როგორც ვიზუალური - შეფუთვა-მარკირება  და მედიკამენტების ხარისხობრივი დარღვევის კუთხითაც. ამ შემთხვევაში შეიძლება იქნას გამოთხოვილი კონკრეტული მედიკამენტი ბაზრიდან და მოხდეს ამოღებული და წუნდებული სამკურნალო საშუალება ნადგურდება. ხოლო, რაც შეეხება მედიკამენტებზე არსებულ ფასებს და ზოგადად მათ სიძვირეს, რეგულირების სააგენტო უშუალოდ ფასწარმოქმნაში არ ერთვება, ამიტომ ჩვენ ვერ გაგცემთ კომპეტენტურ პასუხს, თუ რამდენად იაფი ან ძვირია ესა თუ ის მედიკამენტი სხვა ქვეყნებთან შედარებით. დღეის მდგომარეობით ფასს არეგულირებს თავად ბაზარი", - აღნიშნა ნანა შაშიაშვილმა.

http://reportiori.ge

2015.09.11


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006