logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე: კონკურენტუნარიანი გარემოს შესაქმნელად ყველა ფარმაცევტული კომპანიის ლობისტი ვიქნები

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც კომპანიები „ჯიპისი“ და „პე ეს პე“ აცხადებენ, რომ საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე ახალი მოთამაშე ჩნდება, რომელსაც სამინისტრო უპრეცედენტოდ მოკლე ვადებში ურეგისტრირებს მედიკამენტებს და ამით არაკონკურენტუნარიან გარემოს შექმნას უწყობენ ხელს.

ვალერი კვარაცხელია ადგილობრივი ფარმაცევტული კომპანიების მოსაზრებას არ იზიარებს და აცხადებს, რომ ნებისმიერი კომპანიისთვის მედიკამენტის რეგისტრაცია ხდება იმ წესის თანახმად, რასაც  საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს. 

„კანონმდებლობაში ჩვენ გვაქვს საკმაოდ კარგად და მკაფიოდ გაწერილი პროცედურა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოხდეს მედიკამენტების დარეგისტრირება. მედიკამენტის რეგისტრაცია ხდება ზუსტად იმ პროცედურების მიხედვით, რომელიც ჩვენ ქვეყანაში დაკანონებულია. რაც შეეხება „ჯიპისის“, „პე ეს პე“–სა თუ სხვათა  წუხილს, მათიც მესმის. სამწუხაროდ, ჩვენთან ბევრი კომპანია მიეჩვია კონკურენციის გარეშე მუშაობას, რაც მიმაჩნია, რომ ცუდია. მე ვაძლევ მათ გარანტიას, რომ ყველას ლობისტი ვიქნები, ადგილობრივებისაც და იმ კომპანიებისაც, რომლებიც ქვეყანაში შემოვლენ. ყველას შევუწყობ ხელს იმისთვის, რომ საქართველოში ბევრი კომპანია არსებობდეს, რაც საშუალებას მოგვცემს მივიღოთ მაღალი ხარისხის მედიკამენტები ნორმალურ ფასებში“, - განაცხადა კვარაცხელიამ.

გავრცელებული ინფორმაციით, ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე ავსტრიაში დარეგისტრირებული კომპანია შემოდის, რომელიც ჯენერიკ მედიკამენტების რეალიზაციაზე იქნება ორიენტირებული. ქართული ფარმაცევტული კომპანიების ნაწილმა უკვე გამოთქვა ეჭვი, რომ ახალ კომპანიას ხელისუფლება ლობირებს.

http://commersant.ge

2015.09.10


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006