logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    დავით ნარმანია შშმ პირთა ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

თბილისის მერი დავით ნარმანია შშმ პირთა ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა თბილისის მერის შშმ პირთა საბჭოს აღმასრულებელი მდივანი რატი იონათამიშვილი.   

შეხვედრის მიზანი იყო დედაქალაქში ფიზიკური გარემოს ადაპტირებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა. საუბარი ეხებოდა საქართველოს მთავრობის N41-ე დადგენილების (შშმ პირთათვის სივრცის მოწყობისა ტექნიკური რეგლამენტი) აღსრულებისას შექმნილ პრობლემებზე, ამ მიმართულებით გადაწყვეტილების მიღების პროცესში შშმ პირთა ორგანიზაციების ჩართულობასა და შიდა და სამოქალაქო მონიტორინგის გაძლიერებაზე. 

შეხვედრაზე საუბარი იყო დედაქალაქში რამდენიმე ლოკაციაზე სტანდარტების დაცვის გარეშე მოწყობილ კონსტრუქციაზე. დავით ნარმანიას თქმით, მისივე დავალებით, აღნიშნულ საკითხზე შიდა აუდიტის სამსახურს დაწყებული აქვს მოკვლევა და მომზადდება შესაბამისი დასკვნა. შეხვედრაზე ასევე ითქვა, რომ შშმ პირთათვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობისას ხშირად არ ხდება სტანდარტების დაცვა, ამ მიმართულებით არის კომპეტენციის ნაკლებობა, რის გამოც სპეციალისტებთან თანამშრომლობა აუცილებელია. დავით ნარმანიას თქმით, შშმ პირებთან დაკავშირებულ თემებზე მუშაობისას მნიშვნელოვანია პროცესებში ამ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების  ჩართულობა, რადგან ისინი ყველაზე უკეთ იცნობენ  მათ საჭიროებებს.  ამასთან, თბილისის მერის თქმით, 2015 წლის სექტემბერში გამგეობებისა და შესაბამისი საქალაქო სამსახურების წარმომადგენლებისათვის დაგეგმილია ტრენინგები კონსტრუქციების უნივერსალური დიზაინის სტანდარტებზე. გარდა ამისა, დავით ნარმანიას განცხადებით, მიმდინარეობს საჯარო სივრცისა და ინფრასტრუქტურული ობიექტების ადაპტირების 2016-2019 წლების სამოქმედო გეგმაზე მუშაობა, რომელიც ჰარმონიზაციაში იქნება დედაქალაქის ბიუჯეტთან. ამასთან, მერის განცხადებით, აღნიშნული საკითხების პოპულარიზაციის მიზნით, შეხვედრები მოეწყობა მედია ორგანიზაციების რედაქტორებთან.   

„ბოლო პერიოდში აქტიუალური საკითხია ე.წ. რკინის ხიდები, რომლებიც არ არის ადაპტირებული. ვფქირობთ, რომ იმ ადგილებზე,  სადაც დიდი მოთხოვნაა,  სამწლიან სამოქმედო გეგმაში ავსახოთ და ყველა სახიდე გადასასვლელი ამ სახით გავაკეთოთ“,- განაცხადა დავით ნარმანიამ. 

რატი იონათამიშვილის თქმით,  შშმ პირთა ორგანიზაციის წარმომადგენლებმა  ყველაზე კარგად იციან ის პროლემები და საჭიროებები, რომლებიც შშმ პირებს გააჩნიათ. ამიტომ, მათი მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია სწორი გადაწყვეტილების მიღება.  

„დღეს შშმ პირთა აბსოლუტური უმრავლესობა ისევ სახლებში რჩება და ამიტომ,  არ გვაქვს არც ერთი დღის დაკარგვის ფუფუნება, რომ მათთვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა დაუყოვნებლივ არ მოვახდინოთ. დავით ნარმანიამ უკვე დაავალა შესაბამის სამსახურებს,  უმოკლეს ვადაში წარადგინონ N41-ე დადგენილების აღსრულებისა და კონტროლის მექანიზმები. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ადაპტირება ნიშნავს ყველა კატეგორიის შშმ პირთათვის ხელისაწვდომ გარემოსა  და ინფორმაციას“, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

http://www.tbilisi.gov.ge

2015.09.01


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006