logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    საქართველოში დღეს "ზედოზირების შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღე" აღინიშნება

საქართველოში დღეს "ზედოზირების შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღე" აღინიშნება. როგორც ორგანიზაციიდან "ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელი", "ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი" იტყობინებიან, უკვე მე-5 წელია იმართება საადვოკაციო კამპანია, რომლის ძირითადი გზავნილია - "გადავარჩინოთ სიცოცხლე". ეროვნული კამპანია იმართება მთავარი სლოგანით: "რეპრესიული ნარკოპოლიტიკა ზრდის ზედოზირებით გარდაცვალების რისკს! გადავარჩინოთ სიცოცხლე!".
"როგორც ცნობილია, საქართველოში არსებული რეპრესიული ნარკოპოლიტიკიდან გამომდინარე კვლავაც არსებობს ზედოზირების შემთხვევების და გამოწვეული სიკვდილიანობის პრევენციისა და მართვის უამრავი ბარიერი. საქართველო ბოლო ქვეყანაა რეგიონში, სადაც ნარკოტიკების მოხმარება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით ისჯება. საქართველოში მოქმედებს ადამიანის დევნასა და დასჯაზე ორინეტირებული რეპრესიული ნარკოპოლიტიკა, გრძელდება ქუჩის ნარკოტესტირების არაეთიკური, შემაშფოთებელი პრაქტიკა, რომელიც ლეგალურ საფუძვლებს უქმნის ადამიანის ღირსების შელახვას, სასტიკ და არაადამიანურ მოპყრობას და ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებებსა და ევროპულ ღირებულებებს. 
ეროვნული კამპანია "გადავარჩინოთ სიცოცხლე" მიზნად ისახავს საზოგადოებრივი მიმღებლობისა და სოლიდარობის ფორმირებას ნარკოტიკების მომხმარებელთა და ზედოზირებით დაზარალებულ პირთა მიმართ, ასევე ნარკოტიკების მომხმარებელთა თემის წარმომადგენლებისა და საზოგადოების ინფორმირებას და ცნობიერების ამაღალებას ნარკოპოლიტიკის საკითხებზე, ზედოზირების პრევენციასა და მის მართვასთან დაკავშირებით", - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში. 
ეროვნული კამპანიის ფარგლებში ნარკოტიკების მომხმარებლები, მათი ოჯახის წევრები და მხარდამჭერები მარადიული ხეების დარგვის უკვე ტრადიციად ჩამოყალიბებული აქციით პატივს მიაგებენ რეპრესიული ნარკოპოლიტიკის პირობებში დაღუპულ ნარკომომხმარებელთა ხსოვნას, მეორეს მხრივ სოლიდარობას გამოუცხადებენ ნარკოტიკების მომხმარებლებს რათა მოხდეს მომხმარებლების საზოგადოებაში ინტეგრაცია ღირსეული ცხოვრების უზრუნველსაყოფად. კამპანიის ფარგლებში, იგეგმება ზედოზირების საკითხებთან დაკავშირებული საინფორმაციო მასალების გავრცელება, ასევე ნარკოტიკების მომხმარებელთა ცოდნის და უნარების გაძლიერება ზედოზირების შემთხვევათა მართვასთან დაკავშირებით. 
კამპანია პარალელურ რეჟიმში გაიმართება საქართველოს 9 რეგიონში: თბილისი, თელავი, რუსთავი, გორი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, ოზურგეთი, ბათუმი.

http://www.interpressnews.ge

2015.08.31


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006