logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ჯანდაცვის სამინისტროს პასუხი ჭიაბერაშვილს: პროექტებს საფრთხე არ ემუქრება

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ნოემბერ-დეკემბრის ბიუჯეტი ცარიელია და პროგრამის დეფიციტი უკვე 84 მლნ ლარია, - ამის შესახებ  "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა. 

„დავით სერგეენკომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ნოემბერ-დეკემბრის ბიუჯეტი უკვე გახარჯა და რადიკალური ცვლილებების გარეშე პროგრამა ჩავარდნის სერიოზული საფრთხის წინაშე დგას. ეს ნიშნავს, რომ ათიათასობით პენსიონერის, ბავშვის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის, სოციალურად დაუცველის მკურნალობის ხარჯები თავად ოჯახებს დააწვება. ლარის გაუფასურებისა და ფასების ზრდის ფონზე, ეს მდგომარეობა უამრავ ადამიანს კატასტროფის წინაშე აყენებს. 

ამოიწურა პროგრამის “რეფერალური მომსახურება” (კოდი 35 03 03 09) წლიური ბიუჯეტიც. ამ პროგრამას სამინისტრო მოქალაქეთა პირდაპირი მიმართვის საფუძველზე განკარგავს. გაძვირებული მედიკამენტისა და მკურნალობის ხარჯის დაფარვა იმდენად ბევრ ადამიანს უჭირს, რომ სამინისტრომ 15 მლნ ლარიანი მლნ ლარი თითქმის უკვე დახარჯა და ბიუჯეტის ეს მუხლიც გასაზრდელი აქვს.

ეს არ ნიშნავს, რომ თუნდაც დეფიციტური ხარჯვით ჯანდაცვის სამინისტრომ კლინიკების დავალიანება სრულად დაფარა. არა! დავალიანება რჩება და ეს მედპერსონალის ხელფასების გაუცემლობაში, სამედიცინო მომსახურების ხარისხის დაქვეითებასა და პაციენტების მიერ ჯიბიდან გადახდების ზრდაში აისახება.

მინისტრმა სერგეენკომ დეტალური ინფორმაცია უნდა მიაწოდოს საზოგადოებას საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შესახებ და აუხსნას საზოგადოებას, როგორ აპირებს ნოემბერ-დეკემბერში ათიათასობით მოქალაქის მკურნალობის ხარჯის საავადმყოფოებისთვის ანაზღაურებას.“ - განაცხადა ჭიაბერაშვილმა. 

ზურბა ჭიაბერაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით სოციალური დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი ზაზა სოფრომაძე აცხადებ:

"არანარი საფრთხე ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწყებულ პროგრამებს არ ემუქრება. თუ რამე თანხების დამატება გახდება საჭირო დავამატებთ"- განაცხადა სოფრომაძემ. 

http://www.ipress.ge

2015.08.26


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006