logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    დედათა და ბავშვთა გარდაცვალების თითოეული შემთხვევა საგანგაშოა

დედათა და ბავშვთა გარდაცვალების თითოეული შემთხვევა საგანგაშოა, - აცხადებს ჯანდაცვის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი მარინა ბაიდაური, რომლის თქმითაც, ამ მიმართულებით ჯანდაცვის სამინისტროს უკვე გააჩნია პროექტი. 
მან შეფასება გააკეთა დედათა და ბავშვთა გარდაცვალების შემთხვევებთან დაკავშირებით, ჯანდაცვის სამინისტროს სტატისტიკაზე.
"დემოგრაფიულად ორიენტირებული ქვეყნისთვის, რასაკვირველია, საგანგაშოა დედათა და ბავშვთა გარდაცვალების თითოეული შემთხვევა. არც ერთი დედა არ უნდა კვდებოდეს მშობიარობის დროს. ეს სერიოზულად მისახედი საკითხია და ამიტომაც სამინისტრომ დაიწყო ამ საკითხის გამოსწორება რეგიონალიზაციის პროექტის ამოქმედებით. ეს ნიშნავს, რომ ყველა დედა და ყველა ბავშვი უნდა მოხვდეს იმ კლინიკაში, რომელიც მისი მდგომარეობიდან გამომდინარე არის აუცილებელი. დაწესებულებები დაყოფილია სამ დონედ. მესამე დონე არის ყველაზე მაღალი დონის დაწესებულება. პირველი - არის ნაკლები სიმძლავრის დაწესებულება. ეს პროექტი საერთაშორისოდ აღიარებულია და ყველაზე მნიშვნელოვანი გადაჭრის გზაა დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობის წინააღმდეგ. პროექტი ჯერ საპილოტეა", - განაცხადა მარინა ბაიდაურმა. 
მისი თქმით, დედათა სიკვდილიანობა ხშირად გამოწვეულია ეკლამპსიით, ან სისხლდენით ან კიდევ ინფექციებით. 
ბავშვთა სიკვდილიანობის გამომწვევი კი მარინა ბაიდაურის განცხადებით, უმეტეს შემთხვევებში რესპირატორული დისტრეს სინდრომი და ნაადრევი მშობიარობებია. 
2014 წლის განმავლობაში და 2015 წლის 6 თვეში, საქართველოში ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობის 812 შემთხვევა დაფიქსირდა. 
ჯანდაცვის სამინისტროს სტატისტიკური მონაცემებით, იგივე პერიოდში ბავშვთა მკვდრადშობადობის 919 შემთხვევა დაფიქსირდა.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, იდენტურ პერიოდში 1-5 წლამდე 97 ბავშვია გარდაცვლილი; მშობიარობის შედეგად კი, 30 დედა დაიღუპა. 
2015 წლის 6 თვის მონაცემები გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, შემცირებულია. 

http://www.interpressnews.ge

2015.08.25


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006