logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მედიკამენტები კიდევ გაძვირდა

ლარის გაუფასურების გაგრძელების ფონზე სააფთიაქო ფარმაცევტულ ბაზარზე სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდა. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მედიკამენტებზე ფასი კვლავ გაიზარდა. ექსპერტების პროგნოზი გამართლდა - ისინი ჯერ კიდევ მაისში პროგნოზირებდნენ, რომ მედიკამენტები  გაძვირდებოდა. დამაიმედებელ პროგნოზს ვერც შემოდგომისთვის აკეთებენ. მედიკამენტებზე ფასის მატებას არც ჯანდაცვის სისტემაში უარყოფენ და გამოსავალს ეძებენ. როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ვალერი კვარაცხელიამ განაცხადა, შემოდგომისთვის ახალ პროექტს მიიღებენ, რომელიც საზოგადოების გარკვეული ფენისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მედიკამენტებზე სახელმწიფოს მხრიდან 50%-იან თანადაფინანსებას ითვალისწინებს.

ზოგიერთ მედიკამენტზე ფასები ასე გამოიყურება: ვალიდოლი - 0, 40 ლარი (რამდენიმე თვის წინ 25 თეთრი ღირდა), წნევის წამალი "ენ ალაპრილ ჰაშის" ფასი 2 ლარიდან 4, 60 ლარამდე გაიზარდა, "ეუკარბონი" 2,60 ლარი ღირდა, ამჟამად კი 3,10 ლარია. "კორსიზი" 1 ლარი ღირდა, ამჟამად კი, 1, 55 ლარია. "კორვალოლის" წვეთების ფასი უმნიშვნელოდ არის გაზრდილი და ამჟამად, 0, 60 ლარი ღირს. ბოლო ორი თვის მანძილზე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მედიკამენტების ფასი 1-2 ლარის სხვაობით არის გაზრდილი, რაც საბოლოო ჯამში მომხმარებლის ისედაც შეთხელებულ ჯიბეს ურტყამს. 

არასამთავრობო ორგანიზაცია "ჯანმრთელი სამყაროს" ხელმძღვანელის, ზურაბ ფუტკარაძის თქმით, ფასების მომატება მოსალოდნელი იყო, რასაც ლარის დევალვაციას და ფარმაცევტულ ბაზარზე მონოპოლისტების არსებობას უკავშირებს. 

ვალერი კვარაცხელია აცხადებ: ეროვნული ვალუტა რა მდგომარეობაშია, ხედავთ. ალბათ, ეს მოსალოდნელიც იყო. შემოდგომისთვის ჩვენ ვამზადებთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მედიკამენტებზე სამთავრობო პროექტს, რომლის თანახმადაც, იმ პირებს, ვისაც ეს განსაკუთრებით სჭირდებათ, 50%-იანი ფასდაკლებით შევთავაზებთ მედიკემანტებს. ამ ეტაპზე ეს რა ფორმით იქნება, ვერ გეტყვით. ვხედავთ, რომ ფასებმა კიდევ მოიმატა და ამ პროექტის მიღებას დავაჩქარებთ. 

მინისტრის მოადგილის თქმითვე, ბოლო კვლევების მიხედვით, 500-დან 1 000 დასახელების მედიკამენტებზე ფასი 15-20%-ით არის მომატებული. ვალერი კვარაცხელია იმედოვნებს, რომ შემოდგომისთვის ლარის კურსი დასტაბილურდება და მედიკამენტებზე ფასი დაიწევს. თუმცა, რა მოხდება მაშინ, თუ ეროვნული ვალუტა კიდევ უფრო გაუფასურდება, ამაზე პროგნოზის გაკეთება უჭირს. 


სალომე გოგოხია

http://www.bpn.ge

2015.08.13


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006