logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    C ჰეპატიტის სკრინინგის ორკვირეულის შედეგები

ჰეპატიტის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ გამოაცხადა მოსახლეობის ნებაყოფლობითი С ჰეპატიტის უფასო სკრინინგის ორკვირეული. ის დაიწყო მიმდინარე წლის 27 ივლისს და გაგრძელდა 7 აგვისტოს ჩათვლით, ორი კვირის (ათი სამუშაო დღის) განმავლობაში ქვეყნის ცხრა რეგიონში.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით:

სულ ორკვირეულის განმავლობაში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ლაბორატორიებში ტესტირება/კვლევები ჩაუტარდა 9219 პიროვნებას, მათ შორის დადებითი  გამოვლენილი იქნა 1687 (18,3%) შემთხვევაში.

1.    რაიონებში გასვლების დროს ჩატარებული ტესტირების მონაცემები

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მობილური გამსვლელი ლაბორატორიული ჯგუფების მიერ ცალკეულ  რაიონებში სულ განხორციელდა 11 გასვლა:

  • იმერეთი: თერჯოლა, ზესტაფონი, სამტრედია, ხარაგაული.

ჩატარდა 870 კვლევა, მათ შორის 83 დადებითი (9.5%)

  • აჭარა: ქობულეთი, ხელვაჩაური, ქედა, შუახევი, ხულო.

ჩატარდა 383 კვლევა, მათ შორის 84 დადებითი (21.9%)

  • გურია: ლანჩხუთი, ჩოხატაური:

ჩატარდა 148 კვლევა, მათ შორის 33 დადებითი (22.2%)

 2.    ,,კარვებში“ ჩატარებული ტესტირების მონაცემები

ქქ. ქუთაისსა და ბათუმში ქალაქის ცენტრალურ უბნებში (ბაღის კიდე, ბულვარი) ერთი დღე ფუნქციონირებდა ე.წ. ,,ლაბორატორია -კარავი “, რომლის ფარგლებშიც ჩატარდა 899 გამოკვლევა, მათ შორის დადებითი 133 (14.7%);

  • ქუთაისი ,,ბაღის კიდე“  - 579 გამოკვლევა, მათ შორის დადებითი 77
  • ბათუმი ,,ბულვარი“ – 320 გამოკვლევა, მათ შორის დადებითი 56

 3.    ჰოსპიტალური სექტორის ტესტირების  მონაცემები :

საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიმართვის საფუძველზე სკრინინგის ორკვირეულში ორი დღის განმავლობაში სკრინინგ კვლევები ტარდებოდა: ,,ევექსის“, ,,ჯეო ჰოსპიტალსის“   ჰოსპიტალურ ქსელში, ასევე, ცალკეულ კერძო კლინიკებში: კლინიკა ,,ლჯ“, ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფო, საჩხერის მრავალპროფილიანი საავადმყოფო.

სულ ჰოსპიტალურ ქსელში კვლევები ჩაუტარდა 2 963 პიროვნებას,  მათ შორის დადებითი 299 (10.1%).

ორკვირეულის ფარგლებში სულ გამოკვლეულია 12182პიროვნება, მათ შორის დადებითი შედეგი დაფიქსირდა 1986  (16.3% ) შემთხვევაში.

ჰეპატიტის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით 2015 წლის 28 ივლისს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გაიმართა ჰეპატიტის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია, ხოლო 29 ივლისს ,,ჰეპატიტის ელიმინაციის სტრატეგიასთან დაკავშირებული სამუშაო შეხვედრა“.  
შეხვედრაზე პრეზენტაციები წარმოადგინეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიუროსა და საქართველოს ოფისის, ასევე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა. პრეზენტაციები ეხებოდა ჯანმო-ს ევროპის რეგიონული ოფისის რეაგირებას ჰეპატიტებზე საპასუხოდ, ელიმინაციის პროგრამის პირველი ფაზას და  შუალედურ შედეგებს, B და C ჰეპატიტების სერო-პრევალენტობის კვლევის მიმდინარეობას, ელიმინაციის გრძელვადიანი გეგმის შემუშავების ზოგად მიმოხილვას, ეპიდზედამხედველობას, სკრინინგს, მზრუნველობას და მკურნალობას, ლაბორატორიულ შესაძლებლობებს, უსაფრთხო სისხლს, პრევენციას სამედიცინო და არასამედიცინო დაწესებულებებში, ზიანის შემცირებას, ცნობიერების ამაღლებას და ადვოკაციას, ასევე, ფინანსური მხარდაჭერას ელიმინაციის სტრატეგიის განსახორციელებლად. ვორქშოპი საკმაოდ ინტერაქტიური იყო - გაიმართა დისკუსიები, დაისვა შეკითხვები პრეზენტატორებთან, გაკეთდა მნიშვნელოვანი კომენტარები და გაჟღერდა შესაბამისი რეკომენდაციები, რაც უკვე ვორქშოპის მნიშვნელოვანი შედეგია. შეხვედრის ბოლოს გადაწყდა, რომ სამუშაო ჯგუფი შექმნის სტრატეგიის სხვადასხვა მიმართულებით შესაბამის ნაწილს, რომელიც გაერთიანდება და მორიგი სამუშაო ვერსიის სახით 10 აგვისტოსათვის დაცირკულირდება ჯგუფის წევრებს შორის. სამუშაო შეხვედრას ასევე, ესწრებოდნენ ჰეპატიტის მკურნალობის მიმწოდებელი სერვის-ცენტრების,  შიდსის ცენტრის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმოამდგენელები.

სკრინინგის ორკვირეულის (27.07-07.08. 2015 წელი) პერიოდში  ქვეყნის ცხრა რეგიონში მიმდინარეობდა საინფორმაციო მედია კამპანია: დარიგდა საინფორმაციო-საგანმანათლებლო ბუკლეტები ,,C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის სერვისების“ შესახებ. ასევე,  რეგიონულ ტელეკომპანიებისათვის დაიგეგმა და ჩაიწერა ინტერვიუ ექსპერტებთან, მომზადდა თემატური სიუჟეტები და გადაცემები, რეგიონულ ბეჭდურ მედიაში და ინტერნეტ პორტალებზე განთავსდა სტატიები.

ქ.ბათუმში არასამთავრობო ორგანიზაცია ,,თანადგომა“-ს ორგანიზებით გაიმართა სამუშაო შეხვედრა - მრგვალი მაგიდა, რომელსაც ესწრებოდნენ აჭარის მთავრობის, მერიის, ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები.  შეხვედრაზე თითოეულმა ორგანიზაციამ წარადგენა პროგრამა და დასახეს სამომავლო გეგმები.

ქ.გორში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, გორის მუნიციპალიტეტის მერიის მოსწავლე–ახალგაზრდობის კულტურულ–საგანმანათლებლო ცენტრის და არასამთავრობო ორგანიზაცია "ნაბიჯი მომავლისაკენ"  ერთობლივი ძალებით გაიმართა კონცერტი სლოგანით "მუსიკოსები C ჰეპატიტის წინააღმდეგ" და საინფორმაციო შეხვედრა "C ჰეპატიტის შესახებ", სადაც  მოხსენება გაკეთდა ადგილობრივი, არასამთავრობო ორგანიზაციის "ნაბიჯი მომავლისაკენ" და საზოგადოებრივი ჯანდაცვის რეგიონული მართვის დეპარტამენტის წარმომადგენლების მიერ.

 

http://www.ncdc.ge

2015.08.11


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006