logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ზაფხულში ინფექციური ეპიდემიები არ გვემუქრება

ზაფხულში შესაძლოა, ინფექციური დაავადებების რიცხვმა იმატოს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ პაატა იმნაძის განცხადებით, დღეს საქართველოში ინფექციური დაავადებების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ლეიშმანიოზზე მოდის. რაც შეეხება საკურორტო სეზონს, საქართველოს მასშტაბით ზღვებსა და ტბებზე დასვენება ჯანმრთელობისთვის აბსოლუტურად უსაფრთხოა.
უკანასკნელ ათწლეულში საქართველოში ვესცერული ლეიშმანიოზის შემთხვევებმა იმატა. 1990 წელს ლეიშმანიოზის 12 შემთხვევა, ხოლო 2006 წელს - 174 შემთხვევა დაფიქსირდა. ლეიშმანიოზი გამოვლენილია მარნეულის, ბოლნისის, გარდაბნის, მცხეთის, თეთრი წყაროს, სიღნაღის, დედოფლის წყაროს, დმანისის რაიონებში, რუსთავსა და თბილისში. კერების მიხედვით დედაქალაქში წინა წლებში გამოკვეთილი იყო სამი რაიონი: ვაკე, მთაწმინდა და კრწანისი. ანუ, მთისპირა და ტყისპირა რაიონები, სადაც მაწანწალა ძაღლები აფარებენ თავს. დაავადებულთა დიდი უმრავლესობა, ძირითადად, ოთხ წლამდე ასაკის ბავშვები არიან.
როგორც სპეციალისტები განმარტავენ, ძაღლებიდან ადამიანს ავადმყოფობა მცირე ზომის მწერის - ფლებოტომუსის საშუალებით გადაეცემა. ლეიშმანიოზის ინკუბაციური პერიოდი 20 დღიდან 1 წლამდეა, საშუალოდ კი, 3-4 თვე. მწვავე ფორმას ახასიათებს მაღალი ტემპერატურა, მძიმე ინტოქსიკაცია, სისხლში ცვლილებები და პერიოდული აღენიშნება ცხელება, რომლის ხანგრძლივობა რამდენიმე კვირიდან რამდენიმე თვემდეა. სათანადო მკურნალობის გარეშე დაავადება შეიძლება, ერთი წლიდან სამ წლამდე გაგრძელდეს. მწვავე ფორმა, ძირითადად, ადრეული ასაკის ბავშვებში გვხვდება, ქრონიკული კი - მოზრდილ ასაკში. სპეციფიური მკურნალობის გარეშე ავადმყოფი შეიძლება დაიღუპოს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ პაატა იმნაძის თქმით, ლეიშმანიოზის პროფილაქტიკისათვის აუცილებელია გადამტანებისაგან თავის დაცვა, განსაკუთრებით შებინდებისას, როცა გადამტანები მეტად აქტიურები არიან. "ვეცადოთ, ბავშვები გრძელსახელოებიანი ტანსაცმლით გავასეირნოთ, ან სხეულის ღია ადგილებზე დამცავი კრემი წავუსვათ. სასურველია, სახლებში ფანჯრებზე ბადე ავაფაროთ," - განაცხადა იმნაძემ.
იმისთვის, რომ ზაფხულის პერიოდში მართვადი ინფექციების მხრივ გართულებები არ იყოს, იმნაძის თქმით, ბავშვებს ინფექციების საწინააღმდეგო ვაქცინაცია უნდა ჩაუტარდეთ.
"ტემპერატურის მატებასთან ერთად მოიმატებს ნაწლავური ინფექციები. თუმცა, გარკვეული წესების დაცვის შემთხვევაში, გართულებებს თავიდან ავიცილებთ. ჩვენი რეკომენდაციები ძალიან მარტივია: ელემენტარული ჰიგიენური წესების დაცვა, საკვები პროდუქტების მაცივარში შენახვა და მათი თერმული დამუშავება," - განაცხადა პაატა იმნაძემ.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე დავით მესხიშვილის თქმით, სამინისტრომ უკვე დაიწყო სარეკრიაციო ზონების შესწავლა. "ზღვა აბსოლუტურად უსაფრთხოა დამსვენებლებისთვის. შემოწმდა თბილისის ზღვა და კუს ტბა. დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ საშიში აქაც არაფერია. ასე რომ, ჩვენს დამსვენებლებს ბედნიერ და მხიარულ დასვენებას ვუსურვებთ," - განაცხადა მესხიშვილმა.

თამარ დვალი

http://www.24saati.ge

2007.06.14


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006