logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ცოფს მაწანწალებზე მეტად შინაური ძაღლები იწვევენ

ქალაქის მოსახლეობა უკვე დიდი ხანია ქუჩაში მომრავლებული უპატრონო ძაღლების გამო ჩივის, თუმცა ამას ჯერჯერობით არავითარი შედეგი არ მოჰყოლია. ივნისის ბოლოს კი, როგორც თბილისის მერიის პრესსამსახურში აცხადებენ, ტენდერის ჩატარება იგეგმება, რომლის მიზანი ქალაქის უპატრონო ძაღლებისგან გათავისუფლებაა.
ტენდერის შედეგიანობას ეჭვქვეშ აყენებენ იმუნიზაციის ცენტრში და მიაჩნიათ, რომ ძაღლების დახოცვით პრობლემა არ აღმოიფხვრება. მათი გამრავლების მიზეზად კი ნაგვის მოუგვარებელ პროლემას ასახელებენ.
ცხოველის მიერ მიყენებული დაზიანების გამო, პროფილაქტიკური აცრის გაკეთების მსურველთა რაოდენობა დედაქალაქის ინფექციურ საავადმყოფოში ფრიად შთამბეჭდავია. მაწანწალა ძაღლების გარდა, იმუნოლოგების თქმით, ამის მთავარი მიზეზი, ძაღლების ასაცრელად შემოტანილი ცოფის ვაქცინის უხარისხობა და მისი შენახვის პირობების დარღვევაა, რაც ცოფის დაავადების ადამიანზე გადასვლის რისკს ზრდის.
სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ ცოფის დიაგნოზით გარდაცვლილთა უმეტესობა საკუთარი ოჯახის ძაღლის მიერ დაკბენილი ან დაშავებული იყო. ამას გარდა, საკმაოდ ხშირია შემთხვევები, როცა საქართველოში ცოფზე აცრილ ძაღლებს ადამიანი დაუკბენიათ, შემდეგ კი ცოფის დიაგნოზით მომკვდარან.
სტატისტიკის თანახმად, ცოფით დაღუპულ ადამიანთა რაოდენობა იკლებს. თუ 2004 წელს ცოფის დიაგნოზით 12 ადამიანი გარდაიცვალა, 2005-ში ეს რიცხვი 10-მდე შემცირდა, 2006-ში 7-ს მიაღწია, მიმდინარე წელს კი ჯერჯერობით მხოლოდ 4 შემთხვევა დაფიქსირდა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ამ ტენდენციას მიესალმებიან, თუმცა აცხადებენ, რომ აღნიშნული კლება არც ისე კარგი შედეგია და წელიწადში ცოფით დაღუპული თუნდაც 7 ადამიანი საგანგაშო რაოდენობაა.
იმუნიზაციის ცენტრის ანტირაბიული სამსახურის უფროსი ბადრი ბაზაევი ამბობს:
”ადამიანს აცრას ყველა შემთხვევაში ვუკეთებთ თუ კანი დაზიანებული აქვს. აუცილებელია თავის დაზღვევა იმ შემთხვევაშიც კი თუ ძაღლი აცრილია, რადგან მარტო ჩვენს კაბინეტში წელს 4 შემთხვევა იყო, როცა ცოფზე აცრილი ძაღლი მოკვდა. ლაბორატორიაში ჩატარებულმა ექსპერტიზამ კი მას ცოფის დიაგნოზი დაუდასტურა.
ეს ძალიან ცუდია და იძულებულს გვხდის აცრები გავუკეთოთ ისეთ კონტიგენტსაც, ვისაც საქართველოში ცოფზე აცრილმა ძაღლმა უკბინა”.
ვაქცინის უმოქმედობის მიზეზი სხვადასხვა რამის გამო შეიძლება დაფიქსირდეს. მიზეზი შეიძლება იყოს ვაქცინა, რომელიც ალბათ ან ვადაგასულია, ან წესების დარღვევით ხდება მისი შენახვა.
ცოფის აცრები 18 აპრილს ფასიანი გახდა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და საკმაოდ ძვირიც ჯდება. უფასო დატოვეს მხოლოდ და მხოლოდ 14 წლამდე ბავშვებისთვის და სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ადამიანებისთვის. ერთი ვაქცინის ფასი მინიმუმ 25 ლარია და ასეთი ვაქცინის გაკეთება მინიმუმ 3-ჯერ არის საჭირო. თუ შემთხვევა მძიმეა, მაშინ მკურნალობის ხარჯები შეიძლება 150 ლარამდეც ავიდეს. ამ თანხის გადახდა კი პაციენტს საკუთარი ჯიბიდან უწევს.
თუ პაციენტს სახე და ხელები აქვს დაზიანებული, თუნდაც მცირედად, ან აქვს მრავლობითი ჭრილობები, მისი მდგომარეობა მძიმედ ითვლება. ასეთ შემთხვევაში პაციენტს მარტო პირველ დღეს უწევს 160 ლარის ან მეტის გადახდა. მაგრამ, ამის შემდეგ კიდევ 5 პროცედურის ჩატარებაა აუცილებელი. ასე რომ, საერთო მკურნალობა 300 ლაზე მეტი ჯდება.
ადამიანების ცოფით სიკვდილის მიზეზი ძირითადად ისევ შინაური ძაღლის ნაკბენია, რადგან მაწანწალა ძაღლების შემთხვევაში ცოფის რისკი დიდია და დაშავებულები ყოველთვის აკითხავენ აცრის გასაკეთებლად. შინაური, ოჯახის ძაღლის შემთხვევაში კი რატომღაც აცრის გაკეთებას თავს არიდებენ, ფიქრობენ მისი ნაკბენისგან არაფერი დამემართებაო და სავალალო შედეგებამდეც მიდიან. ძაღლი კვდება, პატრონს ის ლაბორატორიაში არ მიაქვს, ჰგონია რაღაც სხვა დაემართა და შემდეგ ცოფით ავადდება. საკმარისია ცოფიანმა ძაღლმა ოდნავ გაგკაწროთ, ან თუნდაც დაზიანებულ კანზე მისი ნერწყნი მოგხვდეთ და დიდი შანსია ცოფი დაგემართოთ, თუ რა თქმა უნდა არ გაიკეთებთ პროფილაქტიკურ აცრებს.
ცოფის ინკუბაციის პერიოდი 1 კვირიდან 1 წლამდეა და ხანდახან უფრო მეტიც.
ბ-ნი ბადრი აღნიშნავს: ”9 თვის მერეც რომ მომაკითხოს პაციენტმა და მითხრას ძაღლმა მიკბინაო, აცრას აუცილებლად გავუკეთებ. ინკუბაციის პერიოდში ადამიანს არანაირი ცოფის სიმპტომი არ აღენიშნება და ვერაფერს გრძნობს. როგორც კი დაავადდება, ეწყება ნერვული აშლილობა, კუნთების სპაზმები, ყლაპვის გაძნელება, შიში წყლისა და ჰაერის მიმართ და ა.შ. ეს სტანდარტული სიმპტომებია და დაავადებულთა 80-90%-ს ახასიათებს, მაგრამ თითოეულ ადამიანს შეიძლება, ამის გარდა, სხვადასხვა ინდივიდუალური გამოვლინებები აღენიშნოს”.
ცოფის გამოვლენის შემდეგ ადამიანი რამდენიმე დღეში კვდება. ამ მხრივ მაქსიმუმი დრო 2 კვირა დაფიქსირდა და ის პაციენტი განსაკუთრებით კარგ პირობებში იყო მოთავსებული.

ანა ადუაშვილი

http://www.opentext.org.ge/resonance

2007.06.13


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006