logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში ახალი სამედიცინო ცენტრი გაიხსნება

პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში ახალი სამედიცინო ცენტრი გაიხსნება. როგორც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან იტყობინებიან, სამინისტროს სსიპ მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ახალი ბენეფიციარი, შპს "ჰემოლაინი" დღეს, 11:00 საათზე, ვაჟა ფშაველას N 16-ში, ახალ სამედიცინო ცენტრს ოფიციალურად გახსნის.
საწარმოს გახსნის ცერემონიას დაესწრებიან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლები, ასევე კომპანიის უცხოელი პარტნიორები და ინვესტორები. ცენტრის გახსნაზე ასევე დაგეგმილია ლიტვის ეროვნული სისხლის ბანკის, იტალიური ბიოპროდუქტების წარმოებაში ლიდერი კომპანია "კედრიონის" სლოვაკეთის ერთ-ერთი წამყვანი კომპანია "იმუნას" ხელმძღვანელების დასწრებაც.
"მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, შპს "ჰემოლაინი" დონორული სისხლის კომპონენტებს ამზადებს და სისხლის პლაზმიდან უნიკალურ ფარმპროდუქტებს აწარმოებს. კომპანიის მიერ შეგროვებული პლაზმა გადამუშავდება იტალიელი პარტნიორის დახმარებით. წარმოების პროცესში გამოყენებული იქნება სისხლის ლაბორატორიული კვლევისა და შენახვის საერთაშორისო სტანდარტები. ამავდროულად, საწარმოო პროცესის შიდა მონიტორინგი განხორციელდება ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი რეგულაციებით, ევროსაბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაციებისა და იტალიური პარტნიორი ფირმა "კედრიონის" მიერ დაწესებული მოთხოვნების შესაბამისად", - აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.
მათივე ინფორმაციით, საბოლოო პროდუქტის ნაწილის რეალიზება საქართველოს ყველა რეგიონში მოხდება. ძირითად მომხმარებლებად განსაზღვრულია სამედიცინო სტაციონარული დაწესებულებები და ფარმაცევტული ქსელები.
კომპანიის გაფართოების ფარგლებში დაგეგმილია ფილიალების გახსნა ქუთაისსა და ბათუმში. პროდუქციის დარჩენილი ნაწილი საექსპორტო ბაზარზე გავა. კომპანიაში დასაქმებულია 15-მდე ადამიანი.

http://www.interpressnews.ge

2015.07.31


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006