logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ჰეპატიტის მსოფლიო დღე

2014 წლის 28 ივლისს 12:00 საათზე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის მხარდაჭერით გაიმართება პრესკონფერენცია თემაზე 

ჰეპატიტის მსოფლიო დღე

პრესკონფერენციას დაესწრებიან შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პირები, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, აშშ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრებისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის წარმომადგენელები. ასევე, დარგის ექსპერტები, კლინიცისტები, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სპეციალისტები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.

ყოველი წლის 28 ივლისს ჯანმრთლობის მსოფლიო ორგანიზაცია აღნიშნავს ჰეპატიტის მსოფლიო დღეს. ეს დღე შეირჩა ნობელის პრემიის ლაურიატის ბარუჰ სამუელ ბლუმბერგისთვის პატივისცემის ნიშნად, რომელმაც აღმოაჩინა B ჰეპატიტის გამომწვევი ვირუსი. ჰეპატიტის მსოფლიო დღის მიზანს წარმოადგენს ვირუსული ჰეპატიტებისა და ამ ვირუსებით გამოწვეული დაავადებების შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება. 

2015 წელს ჰეპატიტის მსოფლიო დღის სლოგანია - იმოქმედე ახლავე, აიცილე ჰეპატიტი!

და მიმდინარეობს ოთხი ძირითადი გზავნილით:

აიცილე ჰეპატიტი: იცოდე რისკების შესახებ

აიცილე ჰეპატიტი: მოითხოვე უსაფრთხო ინექციები

აიცილე ჰეპატიტი: ჩაუტარეთ ბავშვებს ვაქცინაცია

აიცილე ჰეპატიტი: ჩაიტარე ტესტირება, იმკურნალე

ვირუსული ჰეპატიტები,  რომლითაც მსოფლიოში ასობით მილიონი ადამიანია დაავადებული, არის  ინფექციური დაავადებების ჯგუფი, რომელშიც შედის A, B, C, D და E ჰეპატიტები. ის იწვევს ღვიძლის მწვავე და ქრონიკულ დაავადებას და ყოველწლიურად დაახლოებით 1.45 მილიონი ადამიანის სიკვდილის მიზეზი ხდება. B ჰეპატიტით ქრონიკულად ინფიცირებულია 240 მილიონი ადამიანი. ყოველწლიურად დაახლოებით 780 000 ადამიანი იღუპება, აქედან 650 000 ქრონიკული B ჰეპატიტის გართულებებით, ხოლო 130 000 მწვავე B ჰეპატიტით.

მსოფლიოში სულ ქრონიკული C ჰეპატიტი აღენიშნება 130-150 მილიონ ადამიანს. მასთან დაკავშირებული ღვიძლის გართულებებით ყოველწლიურად იღუპება 350 000-დან 500 000-მდე ადამიანი.

მილიონობით ადამიანი ცხოვრობს ჰეპატიტის ვირუსით, მილიონობით ადამიანი კი დაინფიცირების რისკის ქვეშაა. ადამიანთა უმრავლესობამ არ იცის, რომ ისინი B და C ქრონიკული ჰეპატიტის ვირუსის მატარებლები არიან.

ვირუსული ჰეპატიტი უდიდესი ტვირთია როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის კუთხით მისი გადამდებლობის გამო, ასევე მთლიანად ჯანდაცვის სისტემის ეკონომიკისათვის, რადგანაც ღვიძლის კიბოს და ციროზის დროს ღვიძლის უკმარისობის მკურნალობა დაკავშირებულია დიდ ხარჯებთან. ბევრ ქვეყანაში ვირუსული ჰეპატიტით გამოწვეული ღვიძლის უკმარისობა წარმოადგენს ღვიძლის ტრანსპლანტაციის ძირითად მიზეზს. მსგავსი მკურნალობა  საკმაოდ დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. 

2014 წლის აპრილში ჯანმრთლობის მსოფლიო ორგანიზაციამ მიიღო ახალი რეკომენდაციები C ჰეპატიტის მკურნალობთან დაკავშირებით. მაისში, ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეაზე 194 მთავრობის დელეგატმა მიიღო რეზოლუცია ვირუსული ჰეპატიტის პრევენციის, დიაგნოსტირებისა და მკურნალობის გაუმჯობესების შესახებ.

2015 წლის მაისიდან დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ახორციელებს ჰეპატიტის სეროპრევალენტობის პოპულაციურ კვლევას, რომლის მიზანიცაა საქართველოში B და C ჰეპატიტების გავრცელებისა და მათი რისკ-ფაქტორების შესწავლა.

უკვე დაიწყო და აქტიურად მიმდინარეობს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის პირველი ფაზა, რომლის ფარგლებშიც მოხდება 5000 პაციენტის დიაგნოსტირება და უფასო მკურნალობა C ჰეპატიტის საწინააღმდეგო უახლესი ანტივირუსული პრეპარატებით (სოფოსბუვირი). ამჟამად პროგრამაში უკვე დარეგისტრირდა 7600-ზე მეტი პაციენტი, მკურნალობა დაიწყო 2042-მა პაციენტმა.

ელიმინაციის პროგრამის მომდევნო ეტაპის დაგეგმვისათვის მუშავდება ელიმინაციის ხუთწლიანი სტრატეგიული გეგმა. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც აქტიურად მუშაობს სტრატეგიული გეგმის სხვადასხვა კომპონენტების შემუშავებაში, რაშიც სამუშაო ჯგუფს აქტიურ დახმარებას უწევს აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრების ექსპერტები, მათი წარმომადგენლობა საქართველოში და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია.

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას საქართველოში აქვს ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უახლოესი 5 წლის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამიტომ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, რომელსაც დაუდგინდება C ჰეპატიტის დიაგნოზი, აქვს უნიკალური შანსი უფასოდ მიიღოს ახალი გენერაციის ანტივირუსილი პრეპარატი.

ჰეპატიტის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო აცხადებს მოსახლეობის ნებაყოფლობით უფასო სკრინინგის ორკვირეულს. ის დაიწყო 27 ივლისს და გაგრძელდება მომავალი ორი კვირის (ათი სამუშაო დღის) განმავლობაში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეგიონულ ლაბორატორიებში ცენტრის ვებ გვერდზე -www.ncdc.ge - მითითებულ მისამართებზე. ამავე დროს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა თხოვნით მიმართა საქართველოში არსებული კლინიკების  ხელმძღვანელებს აქტიურად ჩაერთონ ჰეპატიტის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ აქციაში. კლინიკებში 28-29 ივლისს შესულ ყველა პაციენტს ნებაყოფლობით შესთავაზონ სკრინინგი C ჰეპატიტზე და ჩატარებული კვლევის შესახებ ინფორმაცია წარუდგინონ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს ელექტრონული ფორმით ან ქაღალდის მატარებლის სახით (მის.: ქ. თბილისი, ასათიანის ქ.N9, ელ. ფოსტა ncdc@ncdc.ge).

 

http://www.ncdc.ge

2015.07.28


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006