logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    საერთაშორისო მისიის რეკომენდაციები

პრემიერ მინისტრის ინიციატივით შექმნილმა საქართველოს სოლიდარობის ფონდმა, ამოქმედებიდან ერთი წლის მანძილზე 3.3 მილიონ ლარზე მეტი თანხის მობილიზება და სიმსივნით დაავადებული 125 ბავშვისა და ახალგაზრდის დაფინანსება შეძლო, მათ შორის 58 შემთხვევაში საზღვარგარეთ.

ამასთანავე ჯანდაცვის სამინისტროსთან კოორდინაციით, სოლიდარობის ფონდმა აქტიური მუშაობა დაიწყო ქვეყანაში ონკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის გასაუმჯობესებლად, რომ ეტაპობრივად ყველა სასიცოცხლო მნიშვნელობის მაღალი ხარისხის სერვისის მიწოდება საქართველოშივე გახდეს შესაძლებელი, მათ შორის მაღალ ტექნოლოგიური ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის სერვისები.

სწორედ ამ მიზნით, სოლიდარობის ფონდმა უმასპინძლა საერთაშორისო მისიას ჰარვარდის უნივერსიტეტთან აფილირებული დანა-ფარბერის კიბოს ინსტიტუტის (Dana Farber Cancer Institute, Harvard University), იეილის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის (Yale-New Heaven Hospital), ორგანიზაცია Global Healing და თურქეთის მედიპოლის საუნივერსიტეტო კლინიკის (Medipol University Hospital) ექსპერტების მონაწილეობით.

საერთაშორისო მისიამ შეაფასა ბავშვთა ონკოლოგიის სფეროში დღეს არსებული ყველა ძირითადი სერვისი და შეიმუშავა კონკრეტული რეკომენდაციები, თუ როგორ შეიძლება ეტაპობრივად ბავშვთა ონკოლოგიური პროგრამების არსებითი გაუმჯობესება.

მისიის ძირითადი რეკომენდაციები შემდეგი 5 მიმართულებით შეიძლება შეჯამდეს:

მიმართულება 1: ბავშვთა ჰემატოლოგია-ონკოლოგიის პროგრამის მმართველობისა და ინფრასტრუქტურის კონსოლიდაცია.

• დღეისათვის სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს 5 ძირითადი კლინიკა მკურნალობს, სერვისი არის ფრაგმენტირებული (დანაწევრებული) და არ არის სათანადოდ სტანდარტიზებული, რასაც არსებითი მნიშვნელობა აქვს მკურნალობის უწყვეტობისა და ხარისხისათვის.

• მისიის რეკომენდაციაა, რომ მომდევნო 2 თვის პერიოდში საქართველომ შექმნას ბავშვთა ჰემატოლოგია-ონკოლოგიის ეროვნული საბჭო საერთაშორისო მრჩეველთა გუნდით, რომელიც გააერთიანებს დარგში მომუშავე ყველა ძირითად სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციას და უხელმძღვანელებს ბავშვთა ჰემატოლოგია-ონკოლოგიის პროგრამის შემუშავებასა და განხორციელების ზედამხედველობას.

• საქართველომ პრიორიტეტულ მიზნად უნდა დაისახოს მრავალ-პროფილური, არამომგებიანი ბავშვთა საავადმყოფოს შექმნა - ახალი ბაზა, რომელიც იმუშავებს, როგორც პედიატრიის დარგში წამყვანი ცენტრი და რომლის ნაწილიც სხვა დისციპლინებთან ერთად სამომავლოდ გახდება ბავშვთა ჰემატოლოგია-ონკოლოგიის დეპარტამენტიც.

• თუმცა, პირველ ნაბიჯად, მისიის რეკომენდაციაა, რომ მომდევნო 12 თვის პერიოდში საქართველომ გააერთიანოს ბავშვთა ონკოლოგიისა და ჰემატოლოგიის ყველა სერვისი (გარდა სხივური თერაპიისა) ერთი ორგანიზაციის/კლინიკის ქოლგის ქვეშ, რომელსაც ექნება ძლიერი შესაბამისი ინფრასტრუქტურა, ინტენსიური თერაპიისა, სისხლის ბანკის განყოფილებები და ეყოლება მრავალ-პროფილური გუნდი შესაბამისი გრძელვადიანი ხედვით. დღეს არაერთი კერძო თუ არამომგებიანი ჰოსპიტალი გამოთვქვამს მზაობას, რომ საკუთარ ბაზაზე განათავსოს ბავშვთა გაერთიანებული ონკოლოგიისა და ჰემატოლოგიის დეპარტამენტი. საერთაშორისო მისიის რეკომენდაციაა, რომ არსებულ ბაზებს შორის უპირატესობა მიენიჭოს არამომგებიან ორგანიზაციას/კლინიკას, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება როგორც ბავშვთა ჰემატოლოგია-ონკოლოგიის პროგრამის გაერთიანების, ასევე სად იქნება უმჯობესი მსგავსი დეპარტამენტის განთავსება ეროვნული საბჭოს გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული.

• დღეს არსებული აპარატურა სხივური თერაპიისათვის, როგორც კლინიკური მედიცინის კვლევით ცენტრში, ასევე მაღალი ტექნოლოგიების სამედიცინო ცენტრში საკმარისია და დამატებითი ინვესტიციების აუცილებლობა არ იკვეთება. მომდევნო 12 თვის პერიოდში აშშ და თურქეთში მოღვაწე კოლეგები ორივე ცენტრს გაუწევენ დახმარებას პედიატრიის დარგში სხივური თერაპიის სპეციალისტების მოსამზადებლად, რომ ყველა ბავშვმა შემდგომ საქართველოშივე მიიღოს
მაღალი ხარისხის რადიოთერაპია.

• მისიის განსაკუთრებული რეკომენდაციაა, რომ ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ცენტრი ბავშვებისათვის განთავსდეს ბავშვთა ჰემატოლოგია-ონკოლოგიის ერთიან ძლიერ ბაზაზე შემდგომი 2 წლის პერიოდში.

• თუმცა, რამდენიმე კერძო კლინიკა გამოთქვამს ინტერესს და მზაობას, რომ მომდევნო 6 თვეში გაიხსნას უფროსი ასაკის პაციენტებისათვის ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ცენტრი. საერთაშორისო ექსპერტები მზად არიან, რომ მხარი დაუჭირონ ჯანდაცვის სამინისტროსა და პროვაიდერ-კლინიკებს ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციისათვის მართებული დაგეგმარებისა და რეგულაციების შემუშავების პროცესში. აღნიშნული აუცილებელია, რომ ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ცენტრებმა ამუშავებამდე უპასუხონ ყველა ძირითად აუცილებელ კრიტერიუმს და რომ თავიდან იქნას აცილებული პაციენტებისათვის შესაძლო ზიანი სერვისების ამოქმედების ადრეულ ეტაპზე.

მიმართულება 2: სტანდარტებისა და რეგულაციების გაძლიერება

• მომდევნო 6 თვის პერიოდში ეროვნულმა საბჭომ უნდა უზრუნველყოს ბავშვთა ჰემატოლოგია-ონკოლოგიაში ყველა ეროვნული პროტოკოლისა და გაიდლაინის გადახედვა. დღეისათვის კლინიკა ლაიფმედში და იაშვილის საავადმყოფოში არსებული სტანდარტები უპირატესი ხარისხისაა და არსებულ ბაზაზე მოხდება სტანდარტების შემდგომი განახლება აშშ-სა და ევროპის წამყვანი სამედიცინო უნივერსიტეტების მხარდაჭერით.
• განახლებულ სტანდარტებში უნდა ინტეგრირდეს ძვირადღირებული მედიკამენტების ქიმიოთერაპიისა და გართულებების მართვის შემთხვევებისათვის, რომელიც დღეისათვის არ შედის სახელმწიფო პროგრამებში (მაგ.: Voriconazole, Idarubicin, Thioguanin) და რომელიც ფინანსდება ფონდების - დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდისა და საქართველოს სოლიდარობის ფონდის მიერ.

მიმართულება 3: სპეციალისტთა მომზადება - შესაძლებლობების გაძლიერება

• მომდევნო 2 თვის პერიოდში თითოეული კლინიკის ბაზაზე, რომელიც ბავშვთა ონკოლოგიის სერვისებს აწვდის, შეიქმნას ონლაინ რეჟიმში მულტიპროფილური ონკოლოგიური საბჭოები, რომელიც პაციენტთა შემთხვევების რეგულარული განხილვის პროცესში ჩართავს აშშ-სა და ევროპის ქვეყნებში მოღვაწე კოლეგებს.
• მისიაში მონაწილე პარტნიორი ორგანიზაციები და უნივერსიტეტები მზად არიან მიიღონ ქართველი კოლეგები როგორც მოკლევადიანი (1-3 თვე), ასევე გრძელვადიანი (1 წლიანი სასწავლო პროგრამებით) სწავლებისათვის, განსაკუთრებით პედიატრი-ონკოლოგები, ბავშვთა ონკოლოგიაში მომუშავე ქირურგები და ექთნები, სხივური თერაპიის სპეციალისტები, პათანატომები და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ცენტრებისათვის მოსამზადებელი კადრები.
• მისიაში მონაწილე პარტნიორი ორგანიზაციები ასევე მზად არიან წამყვანი სპეციალისტები ხანგრძლივი პერიოდით ჩამოიყვანონ საქართველოში, რათა მოხდეს ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება პედიატრიული ონკოლოგიის სხვადასხვა მიმართულებებით.
• პირველადი ჯანდაცვის სპეციალისტები უნდა გადამზადნენ, რომ შეძლონ პედიატრიული ონკოლოგიის დაავადებების ნიშნებისა და სიმპტომების დროული ამოცნობა.

მიმართულება 4: პაციენტთა მონაცემთა ბაზისა და ხარისხის უზრუნველყოფის სისტემების გაძლიერება

• მომდევნო 3 თვის პერიოდში პედიატრიული ჰემატოლოგია-ონკოლოგიის რეესტრის შექმნა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის პროგრამის ფარგლებში, რომელიც მოიცავს ხარისხის მონიტორინგისა და გაუმჯობესებისათვის ძირითად ინდიკატორებს.

მიმართულება 5: მშობლებთან/ოჯახებთან მუშაობა დაავადების ადრეული გამოვლენისა და მხარდაჭერისათვის

• მშობელთა ცნობიერების გაზრდა ონკოლოგიური დაავადებების ნიშნებისა და სიმპტომების ადრეული ამოცნობისათვის.
• პაციენტთა და ოჯახთა მხარდამჭერი ორგანიზაციების - ბერი ანდრიას ფონდისა და მშობელთა სახლის - შესაძლებლობების გაძლიერება და მათი თანამშრომლობის გაძლიერება ბავშვთა ონკოლოგიურ სერვისებთან.

http://www.moh.gov.ge

2015.07.24


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006