logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ივლისში შიდსით დაინფიცირების 24 შემთხვევა გამოვლინდა

ივლისში აივ ინფექცია/შიდსის ვირუსით დაინფიცირების 24 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

როგორც ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში განაცხადეს, 15 ივლისს მონაცემებით დაფიქსირებულია – 387 ახალი შემთხვევა. შარშან, შესაბამის პერიოდში გამოვლინდა 289 ახალი შემთხვევა.

15 ივლისის მონაცემებით, ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში რეგისტრირებულია შიდსის ვირუსით ინფიცირების 5082 შემთხვევა - 3748 მამაკაცი, 1334 ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი განუვითარდა 2973 პაციენტს, 1023 გარდაიცვალა. ანტირეტროვირუსულ მკურნალობას იტარებს 2470 პაციენტი, მათგან 46 – ბავშვია.

რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია: 48.0% (2439) - ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია; 42.0% (2135) - დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად; 6.9 % (354) - ჰომო-/ბისექსუალური კონტაქტით; 1.8% (90) - დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით; 0.5% (25) - სისხლის რეციპიენტია; 0.8% (39) - გადაცემის გზა დაუდგენელია.

აივ-ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში (1777 შემთხვევა, მათგან 83 უცხოეთის მოქალაქეა 2 დაუდგენელი), შემდეგ სამეგრელოში 713 (აქედან ზუგდიდი - 496), იმერეთში 674, (ქუთაისი 346), აჭარაში 590 (ბათუმი – 397), აფხაზეთში (354), კახეთში (236) ქვემო ქართლში (257), შიდა ქართლში (163), გურიაში (104), ფოთში (75), სამცხე-ჯავახეთში (57) და ა. შ. 2015 წელს, გარდაიცვალა 53 პაციენტი. მათ შორის 43 მამაკაცია 10 ქალი. იანვარში გარდაიცვალა 10 პაციენტი, თებერვალში – 4. მარტში – 9. აპრილში – 11. მაისი – 9. ივნისი – 6. ივლისი – 4.

საქართველოში სულ გამოვლენილია 95 აივ-ინფიცირებული ბავშვი, მათგან 60 - ვაჟია, 35 კი გოგონა. 26 - გარდაიცვალა, 3 - გავიდა ქვეყნიდან. 2015 წელს ბავშვებში გამოვლინდა აივ-ინფიცირების 4 შემთხვევა.

მნიშვნელოვანია, რომ წელს საქართველოში აივ/შიდსის რეგისტრირებულ შემთხვევათა რიცხვმა 5 000 გადააჭარბა.

2014 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აღინიშნა ახალი შემთხვევების 36.9% - იანი ზრდა ჰეტეროსექსუალური გზით ინფექციის გადაცემა გაიზარდა 25% - ით, ნარკოტიკების მოხმარების შედეგად დაინფიცირებულ პირთა რაოდენობა შემცირდა 18.5% - ით. ჰომო/ბისექსუალური გზით დაინფიცირების შემთხვევები გაიზარდა 1.5-ჯერ და მეტად ახლად გამოვლენილ აივ ინფიცირებულ ჰომო/ბისექსუალთა 63% მიეკუთვნება 15-29 წლის ასაკობრივ ჯგუფს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიმდინარე წელს ადგილი აქვს აივ/შიდსის სქესობრივი გზით გადაცემის მკვეთრ ზრდას.

http://info9.ge

2015.07.24


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006